ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

შეწყვიტონ წინააღმდეგობა და გაათავისუფლონ მშვიდობიანი მოქალაქეები-სერგეი ლავროვი

ნახვები: 613 შეწყვიტონ წინააღმდეგობა და გაათავისუფლონ მშვიდობიანი მოქალაქეები-სერგეი ლავროვი

რუსეთი ზელენსკისგან ითხოვს ნეონაცისტური ფორმირებების წევრებს უბრძანოს, შეწყვიტონ წინააღმდეგობა და გაათავისუფლონ მშვიდობიანი მოქალაქეები, – აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა იტალიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთს სურს, უკრაინის აღმოსავლეთში ხალხის უსაფრთხოება უზრუნველვყოს.

„ახლა ზელენსკისაც შეუძლია მშვიდობის დამყარება, თუ ის შეწყვეტს თავისი ნეონაცისტური ბატალიონებისთვის კრიმინალური ბრძანებების გაცემას, აიძულებს მათ გაათავისუფლონ ყველა მშვიდობიანი მოქალაქე და შეწყვიტონ წინააღმდეგობა“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა აღნიშნული განცხადება, რომ რუსეთი ვოლოდიმირ ზელენსკისგან დანებებას ითხოვს და არის თუ არა ეს მშვიდობის დამყარების პირობა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი არ ითხოვს მის დანებებას, ითხოვს რომ მან გასცეს ყველა მშვიდობიანი მოქალაქის გათავისუფლების ბრძანება და შეწყვიტოს წინააღმდეგობა.

ლავროვის განცხადებით, რუსეთის მიზანი აღმოსავლეთ უკრაინაში ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა და არა რეჟიმის შეცვლა.

„ჩვენი მიზანი არ მოიცავს უკრაინაში რეჟიმის შეცვლას. ეს ამერიკული სპეციალობაა. ისინი ამას მთელ მსოფლიოში აკეთებენ. ჩვენ გვინდა, უკრაინის აღმოსავლეთში უზრუნველვყოთ ხალხის უსაფრთხოება, რათა მათ არ დაემუქროთ ამ ქვეყნის არც მილიტარიზაცია და არც ნაციფიკაცია და უკრაინის ტერიტორიიდან არ მოდიოდეს საფრთხე რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა