ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა
გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა

ქართველი სამხედროები იცავთ წინაპრების თავგანწირვით მოპოვებულ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას-შალვა პაპუაშვილი

ნახვები: 489 ქართველი სამხედროები იცავთ წინაპრების თავგანწირვით მოპოვებულ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას-შალვა პაპუაშვილი

თქვენ იცავთ წინაპრების თავგანწირვით მოპოვებულ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას, თქვენ ხართ ის ბურჯი, რაზეც დგას ჩვენი სამშობლოს, ჩვენი შვილების მშვიდობიანი მომავალი, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე და სამხედროების მიულოცა დღევანდელი თარიღი.

„ქართველ სამხედროებს საერთაშორისო პარტნიორების მხარდამხარ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში წარმატებით შეაქვთ წვლილი გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებაში. რაც მთავარია, თქვენ იცავთ წინაპრების თავგანწირვით მოპოვებულ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. თქვენ ხართ ის ბურჯი, რაზეც დგას ჩვენი სამშობლოს, ჩვენი შვილების მშვიდობიანი მომავალი.

საამაყოა, რომ დღევანდელ დღეს ჩვენი თავდაცვის ძალები რთული დავალებების შესასრულებლად შესაბამისად აღჭურვილი, მომზადებული და ბრძოლისუნარიანია. საქართველოს თავდაცვის ძალები თავსებადია ნატოს სტანდარტებთან და ამ კუთხით ნატოსთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

საქმით, ქვეყნისა და ხალხისადმი ერთგულებით, თქვენ არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ ხართ ჩვენი საზოგადოების ღირსეული წევრები. საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ყველაზე რთულ დროსაც კი თქვენ იდექით იქ, სადაც უნდა მდგარიყო ნამდვილი პატრიოტი და ქვეყანაზე გულანთებული ადამიანი – სამშობლოს, ოჯახის, თითოეული თანამემამულის სიცოცხლის, თითოეული ჩვენგანის უკეთესი მომავლის იმედების სადარაჯოზე. ამიტომაც არის, რომ საქართველოს ჯარი ჩვენი მოქალაქეების განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით სარგებლობს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს უკიდურესად რთულ და დაძაბულ უსაფრთხოების გარემოში უწევს განვითარება.

„რუსეთის აგრესია უკრაინაში და ჩვენს რეგიონში არსებული არასტაბილურობა რეალურ და არსებით საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვის, მთელი ევროპისა და საერთაშორისო წესრიგისთვის. შემაშფოთებელია ასევე ჩვენი ქვეყნის ორ ისტორიულ რეგიონში არსებული მძიმე მდგომარეობა და რუსეთის მიმდინარე ოკუპაცია, აგრეთვე, ჰიბრიდული თავდასხმები და სხვა თანამედროვე გამოწვევები.

ეს განამტკიცებს ჩვენს რწმენას ძლიერი თავდაცვის ძალების აუცილებლობის შესახებ. საქართველოს პარლამენტის სახელით, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას და თანადგომას.

საქართველოს თავდაცვის ძალების დღის აღნიშვნასთან ერთად, პატივს მივაგებთ საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას. მათი ღვაწლი და დამსახურება საქართველოს წინაშე ფასდაუდებელია, მათი სახელი და გმირობა კი სამუდამოდ დარჩება ჩვენი ერის მეხსიერებაში.

კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს და მადლობას გიხდით ღირსეული და სამაგალითო სამსახურისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა