გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა — სასამართლომ სუს-ის ყოფილი უფროსი ოთხივე ეპიზოდში დამნაშავედ ცნო
გოჩა მირცხულავა: ქვეყანაში, სადაც კულტურა არის გაყიდული, იქ კულტურის მინისტრის არსებობა ნონსენსია
გვარამია: ფონ დერ ლაიენმა საქართველო არც გაფართოების და არც შუა დერეფნის კონტექსტში ახსენა — პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
დათო გამცემლიძე „ნამახვანჰესზე“: 400-მილიონიანი კომპენსაცია ცალკე და ენგურჰესთან შესადარი გენერაცია — ცალკე
ფონ დერ ლაიენი: მალე წარვადგენთ სამოქმედო გეგმებს იმ კანდიდატი ქვეყნებისთვის, რომლებმაც ყველაზე მეტ პროგრესს მიაღწიეს
EU to launch new cooperation programs with Ukraine's defense industry – von der Leyen
Russian general who reported to Putin on capture of Kostiantynivka eliminated in Ukraine — “Madyar”
2027 draft budget: expenditures to rise 13.5%, international assistance needs estimated at $52.6 billion

საქართველოს მთავრობა ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გადმოცემული კითხვარის მეორე ნაწილს ასაჯაროებს

ნახვები: 1322 საქართველოს მთავრობა ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გადმოცემული კითხვარის მეორე ნაწილს ასაჯაროებს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობა ასაჯაროებს ევროკომისიის კითხვარის მეორე სექტორულ/საკანონმდებლო ნაწილს, რომელიც ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად, ევროკომისიის მოსაზრების მოსამზადებლად გადმოეცა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. კითხვარის მეორე ნაწილი, რომელიც საკმაოდ მოცულობითია და 33 თავს და 2300-მდე კითხვას მოიცავს, დარგობრივ თემებს და სექტორების მიხედვით ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობას ეხება.

კითხვარის პირველ ნაწილზე, რომელიც პოლიტიკურ და ეკონომიკურ ნაწილებს მოიცავს, საქართველომ მუშაობა უკვე დაასრულა და ის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს, ორშაბათს, 2 მაისს გადაეცემა.

კითხვარის მეორე ნაწილის მიწოდების თარიღად ევროკავშირმა 13 მაისი განსაზღვრა, თუმცა საქართველოს მთავრობის სურვილია, ევროკავშირს კითხვარი მაქსიმალურად მოკლე ვადაში, დათქმულ ვადამდე მიაწოდოს. კითხვარის მეორე ნაწილი იხილეთ ბმულზე.

ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა