გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

შალვა პაპუაშვილი - უკრაინაში წასვლაზე ორგანიზაციული საკითხები კიდევ თანხმდება

ნახვები: 488 შალვა პაპუაშვილი - უკრაინაში წასვლაზე ორგანიზაციული საკითხები კიდევ თანხმდება

უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით ორგანიზაციული საკითხები კიდევ თანხმდება, ვადები, მარშრუტები და ა.შ. ჩვენი სურვილია, ვიზიტი ამ კვირაშივე შედგეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, არსებობს უსაფრთხოების საკითხები და უკრაინელ კოლეგებთან ყოვეწუთიერ კონტაქტზეა.

რაც შეეხება უკრაინაში ვიზიტში „ნაციონალური მოძრაობის“ მონაწილეობის საკითხს, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ გამოჩნდა, მათ ვიზიტის ჩაშლა სურდათ.

„გამოჩნდა, მათი მხრიდან პრეტენზიების წაყენების საფუძველი რა იყო – ვიზიტი ჩაეშალათ, რაც არ შედგა. „ნაციონალური მოძრაობა“ არის იქ, სადაც უნდა იყოს – იქ, სადაც არის პარლამენტის დელეგაცია, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ ამის გარეშე რომ დარჩა, ეს ლოგიკურიც არის. უკრაინის რადას თავმჯდომარესთან ინტენსიური კომუნიკაცია გვქონდა და ბევრი საკითხი გაირკვა. პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი იქნება ჩვენი სოლიდარობის გამოხატვის ვიზიტი, რომელშიც ემოციური ნაწილი უფრო წინა ფლანგზე იქნება და ველოდები, რომ მეგობრული ვიზიტი იქნება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა