Russian forces attack two districts in Kyiv region
Russia loses 1,660 soldiers and three air defense systems in war against Ukraine over past 24 hours
Demchenko explains where border violators most often attempt to cross
Trump announces 'big things' in war with Iran
იტალია სკოლებში ბურქისა და ნიქაბის აკრძალვას და კლასებში უცხოელი მოსწავლეების რაოდენობის შეზღუდვას გეგმავს
მეკლენბურგ-წინა პომერანიაში AfD-მ არჩევნებში პირველი ადგილი დაიკავა — მერცის CDU მხარის პარლამენტში ვერ მოხვდა
ზელენსკი ტრამპთან საუბრის შემდეგ: ნიუ-იორკში შეხვედრაზე შევთანხმდით — ამ შეხვედრას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებისთვის მსჯავრდებული დავით მიქაძე, ადვოკატის ინფორმაციით, საფრანგეთში დააკავეს

საქართველოს პოზიცია უკრაინაზე აბსოლუტურად გულისამრევია-ილვესი

ნახვები: 721 საქართველოს პოზიცია უკრაინაზე აბსოლუტურად გულისამრევია-ილვესი

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ტომას ჰენრიკ ილვესი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში უკრაინის მიმართ საქართველოს ხელისუფლების პოზიციას აკრიტიკებს.

 

ექსპრეზიდენტი, რომელიც 2008 წლის ომის დროს თბილისში იმყოფებოდა და საქართველოს მხარდაჭერას უცხადებდა, ამბობს, არ შეიძლება, საქართველო დღეს უკრაინას მხარს არ უჭერდეს.

 

"არანაირი სანქციების მოხსნა, სანამ თითოეული ომის დამნაშავე, ყველა, ვინც პასუხისმგებელია იმ საზარელ მკვლელობებზე, უბრალო ჯარისკაციდან დაწყებული, პუტინით დამთავრებული, სამხედრო ტრიბუნალს არ წარუდგება.

 

სამწუხაროდ, საქართველოს ამ თვალსაზრისით არც არაფრის გაკეთება შეუძლია - ის [რუსეთის] თანამონაწილედ იქცა იმით, რომ არანაირ სოლიდარობას არ გამოხატავს უკრაინის მიმართ.

 

საქართველოს პოზიცია აბსოლუტურად გულისამრევია. როგორ შეიძლება, საქართველო, ქვეყანა, სადაც მე შუა ომის დროს ჩავფრინდი, დღეს უკრაინას მხარს არ უჭერდეს? სანქციებს არ შეუერთდით - და საქართველო რაიმე სოლიდარობას ელის? მართლაც ელით, რომ [ამის შემდეგ] სერიოზულად განგიხილავენ ნატოს და ევროკავშირის წევრად? საქართველომ აჩვენა, როგორი ქვეყანა იქნებოდა, ევროკავშირის ან ნატოს წევრი რომ ყოფილიყო. ეს ვნახეთ.

 

ვინ დაუჭერს მხარს საქართველოს, რომელიც მხარს არ უჭერს დასავლეთის ამჟამინდელ სუსტ პოზიციასაც?

 

მე ვხედავ ევროკავშირის დროშებს საქართველოში. აბსურდია ეს! არავინ დაუჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პასუხს იმაზე, რაც ხდება უკრაინაში". - უთხრა ტომას ჰენრიკ ილვეშმა რადიო თავისუფლებას.  

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა