ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ოკუპანტები უკრაინელ ბავშვებს აუპატიურებენ, ერთ-ერთზე დედის თვალწინ იძალადეს-დენისოვა

ნახვები: 608 ოკუპანტები უკრაინელ ბავშვებს აუპატიურებენ, ერთ-ერთზე დედის თვალწინ იძალადეს-დენისოვა

უკრაინის სახალხო დამცველის ლუდმილა დენისოვას განცხადებით, რუსი ოკუპანტები უკრაინელ ბავშვებს აუპატიურებენ.

დენისოვას რამდენიმე ასეთი ფაქტიც მოჰყავს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის გაეროს ამ შემთხვევების აღრიცხვისკენ მოუწოდებს. დენისოვას თქმით, რაშისტებმა დანაშაულებებზე მკაცრი პასუხი უნდა აგონ.

"რუსი ტერორისტებისა და ჯალათების სისასტიკეს საზღვარი არ აქვს - გაუპატიურებული ბავშვები... 14 წლის გოგო 5-მა ოკუპანტმა გააუპატიურა, ის ახლა ორსულად არის - ბუჩა. 11 წლის ბიჭი დედის თვალწინ გააუპატიურეს - დედა სკამზე მიაბეს, რათა ეყურებინა - ბუჩა. 20 წლის ქალს 3 ოკუპანტი ერთდროულად აუპატიურებდა - ირპენი. არ არსებობს დედამიწაზე, არც ჯოჯოხეთში არც ერთი ადგილი, სადაც რაშისტი დამნაშავეები შეძლებენ პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევას. გაუპატიურება ჟენევის კომისიის 27-ე მუხლით არის აკრძალული. მოვუწოდებ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს გაითვალისწინოს ეს ფაქტები", - წერს დენისოვა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა