ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

შეიძლება, ომი გაგრძელდეს მრავალი თვე და წლებიც კი, ნატო უნდა იყოს მზად

ნახვები: 610 შეიძლება, ომი გაგრძელდეს მრავალი თვე და წლებიც კი, ნატო უნდა იყოს მზად

ეს ომი შეიძლება, გაგრძელდეს მრავალი თვე და წლებიც კი, ნატო უნდა იყოს მზად, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყების წინ გამართულ პრესკონფეენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ნატო მრავალი წელია, უჭერს მხარს უკრაინას და ამ დახმარებამ უკვე გამოიღო შედეგი.

სტოლტენბერგის განმარტებით, სწორედ ამ დახმარების და უკრაინელი ჯარისკაცების სიმამაცის დამსახურებაა, რომ ბრძოლის ველზე სურათი ყოველდღიურად იცვლება.

სტოლტენბერგი ვარაუდობს, რომ მინისტრები იმსჯელებენ უკრაინისთვის დახმარების გაზრდაზე.

„ველოდები, რომ დღეს და ხვალ მინისტრები იმსჯელებენ, რა შეიძლება გაკეთდეს ამ მხარდაჭერის კიდევ უფრო გასაზრდელად. მოკავშირეები აწვდიან შეიარაღებას უკრაინას, მათ შორის ტანკსაწინააღდმეგო შეიარაღებას, ასევე, ანტისაჰაერო თავდაცვით სისტემებს, სხვადასხვა თანამედროვე შეიარაღებას, მსქუბუქ და მძიმე შეიარაღებასაც. მე დეტალებში არ შევალ, მაგრამ ვიტყვი, რომ ის, რასაც აკეთებენ მოკავშირეები, მნიშვნელოვანია და ეს მოიცავს მძიმე სისტემებსაც", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ამასთან ერთად, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა არ გამორიცხა, რომ რუსეთის მიერ წამოწყებული ომი უკრაინაში მრავალი წელი გაგრძელდეს და ამის გამო ნატომ უკვე დაიწყო გრძელვადიანი თავდაცვის გეგმის მომზადება.

„ჩვენი ვფიქრობთ, რომ ომი უკრიანაში უნდა დასრულდეს ახლავე და პრეზიდენტ პუტინს აქვს შესაძლებელობა, დაასრულოს ომი, თუ ჯარებს გაიყვანს და შეწყვეტს დამოუკიდებელ, სუვერენულ ქვეყნაზე, უკრაინაზე თავდასხმას და დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან, კეთილსინდისიერად გამოსავლის მოსაძიებლად. ამავე დროს, ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები, რომ ეს ომი შეიძლება, გაგრძელდეს დიდხანს, რამდენიმე თვე და წლებიც კი. ამიტომ ნატო უნდა იყოს მომზადებული გრძელვადიანი თავდაცვისთვის. ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას, შევინარჩუნოთ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და გავაძლიეროთ თავდაცვა. მე ველოდები, რომ მინისტრები გრძელვადიან პერსპექტივას განიხილავენ. მე ასევე მჯერა, რომ როცა არ უნდა დასრულდეს ომი, ამას ექნება გრძელვადიანი შედეგები ჩვენი უსაფრთხოებისთვის, რადგან ჩვენ ვნახეთ სისასტიკე და პუტინის ნება, გამოიყენოს სამხედრო ძალაა, რათა მიაღწიოს ამოცანებს. ამიტომ ამან შეცვალა ევროპაში უსფრთხოების რეალობა მრავალი წლით. ჩვენ დავიწყეთ პროცესი და დავავალეთ სამხედრო მეთაურებს, შესთავაზონ ვარიანტები ნატო-ს ქვეყნების ლიდერებს, რათა მათ მიიღონ გადაწყვეტილება, როგორ უნდა გადახალისდეს თავდაცვა და შეკავება გრძელვადიანი პერიოდისთვის", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა