გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

რუსული ჯარები უკრაინის წინააღმდეგ ახალი, ძლიერი დარტყმისთვის ემზადებიან-ზელენსკი

ნახვები: 487 რუსული ჯარები უკრაინის წინააღმდეგ ახალი, ძლიერი დარტყმისთვის ემზადებიან-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსული ჯარები უკრაინის წინააღმდეგ ახალი, ძლიერი დარტყმისთვის ემზადებიან.

ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. რუსი სამხედროები გადაჰყავთ დონბასში, ხარკოვის მიმართულებით. ისინი ახალი, ძლიერი დარტყმისთვის ემზადებიან. ვემზადებით კიდევ უფრო აქტიური თავდაცვისთვის. ჩვენ ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ, როგორც შიდას, ასევე გარეს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ - წინ რთული ბრძოლები გველოდება. ჯერ კიდევ შეუძლებელია იმაზე ფიქრი, რომ ჩვენ ყველა ტესტი ჩავაბარეთ. ყველას გვსურს გამარჯვება, მაგრამ როდესაც ეს იქნება, ამას ყველა დაინახავს. ყველა იგრძნობს, რომ მშვიდობა დგება", - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, მისივე თქმით, „ოკუპანტებთან თანამშრომლობის გამო პასუხისმგებლობა გარდაუვალია, ხოლო როდის მოხდება ეს, მეორეხარისხოვანი კითხვაა".

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა