ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ომის დაწყებიდან 400 ათასზე მეტი უკრაინელი რუსეთში იძულებით გაიყვანეს-უკრაინის ომბუდსმენი

ნახვები: 616 ომის დაწყებიდან 400 ათასზე მეტი უკრაინელი რუსეთში იძულებით გაიყვანეს-უკრაინის ომბუდსმენი

უკრაინის ომბუდსმენის განცხადებით, ომის დაწყებიდან 400 ათასზე მეტი უკრაინელი რუსეთში ძალდატანებით გაიყვანეს.

აღნიშნულის შესახებ ლიუდმილა დენისოვამ „ევრონიუსთან" ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენი მოქალაქეები ჩვენი ტერიტორიიდან საკუთარ ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ისინი თავისი ნებით არ წასულან, იძულებით გაიყვანეს ჯერ დონეცკის ოლქში ფილტრაციის ბანაკში, შემდეგ გადაჰყავთ რუსეთში ავტობუსებით, შემდეგ მატარებლით მიჰყავთ რუსეთის სხვადასხვა რეგიონში, კერძოდ, დეპრესიულ რეგიონებში, როგორიცაა სახალინი", - განაცხადა დენისოვამ.

ომბუდსმენის თქმით, ომის დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში არ შექმნილა არც ერთი ქმედუნარიანი ჰუმანიტარული დერეფანი. მან ასევე რუსეთი დაადანაშაულა უკრაინული სამხედრო ფორმების ქურდობაში და განაცხადა, რომ რუსი სამხედროები ფორმებს იყენებენ დანაშაულის ჩასადენად. ამასთან, ომბუდსმენმა ქალაქ მარიუპოლში რუსეთის ქმედებებს გენოციდური უწოდა.

„ვითარება მარიუპოლში რთულია და არ იცვლება. შენობების უმეტესობა დაინგრა ბომბებისა და დაბომბვის შედეგად. დაიღუპა 20 000-ზე მეტი ადამიანი", - განაცხადა დენისოვამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა