გოჩა მირცხულავა: ვერ ახერხებენ, საკუთარი თავი დაიცვან, ესენი ქვეყანას როგორ იცავდნენ?! უნდა დასრულდეს პოლიტიკური უპასუხისმგებლობა!
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკომისიის გზავნილი ნათელია: უკრაინა წინსვლისთვის მზად არის
გიორგი ახობაძის განცხადებით, თავს დაესხნენ
71 წლის აქციის მონაწილე აზა ჩილაჩავა გათავისუფლდა
Zelensky signs law on temporary deferral from mobilization for defense industry workers with military registration issues
General Staff confirms strike on Saratov oil refinery and several Russian army logistics facilities in Luhansk region
სალომე ზურაბიშვილი - დიპლომატია არ არის მორჩილება! ქვეყნის ერთგულება არ იზომება კარიერული სიჩუმით!

რუსეთს არ აქვს საფუძველი, ჰქონდეს მოლოდინი უკრაინის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ვალდებულებების შესრულებაზე-ლავროვი

24.03.2022 ნახვები: 1206

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებთ, რუსეთს არ აქვს საფუძველი, ჰქონდეს მოლოდინი უკრაინის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ვალდებულებების შესრულებაზე.

აღნიშნული განცხადება ლავროვმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტთან პიტერ მაურერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს რაიმე განსაკუთრებული მიზეზი, რომ დავეყრდნოთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით ნაკისრი ვალდებულებების კეთილსინდისიერ შესრულებას", - განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, „უკრაინის ხელისუფლება და ნაციონალისტები ადგილობრივ მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებენ".

„დღეს ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ საკითხის პოლიტიკურ მხარეზე. იმის თაობაზე, თუ როგორ ცდილობენ კიევის ხელისუფლება და ნაციონალისტები, რომლებიც სხვადასხვა დასახლებას აკონტროლებენ, აღკვეთონ მშვიდობიანი მოსახლეობის თავისუფალი გასვლა, ცდილობენ, გამოიყენონ ისინი ცოცხალ ფარად, განათავსონ მძიმე იარაღი ქალაქის საცხოვრებელ დასახლებებში და ჩაიდინონ ქმედებები, რომლებიც საერთაშოროსო ჰუმანიტარულ კანონს პირდაპირ ეწინააღმდეგება", - განაცხადა ლავროვმა.

ლავროვის განცხადებით, რუსეთი და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი შეთანხმდნენ, გააგრძელონ ერთობლივი მუშაობა, მათ შორის თავდაცვის სამინისტროსთან ერთად. „ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაგრძელოთ მუშაობა საკითხებზე, როგორც ჩვენი სამინისტროს, ასევე თავდაცვის უწყების მეშვეობით", - დაამატა მან.

თავის მხრივ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტმა უკრაინაში ომში მონაწილე მხარეებს მოუწოდა, დაემორჩილონ ჟენევის კონვენციას.

„ჟენევის კონვენცია შეიცავს კონკრეტულ დებულებებს, რომლებიც უნდა დაიცვან სამხედრო კონფლიქტის მხარეებმა. ამის შესახებ საუბარს გავაგრძელებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში. ეს არის სამხედრო ტყვეებთან დაკავშირებული საკითხები, ასევე სამოქალაქო პირებთან, რომლებიც რუსეთსა და უკრაინაში არიან დაკავებული. გარდა ამისა, არიან დაღუპულები, რომელთა რეპატრიაცია უნდა მოხდეს და გადასცენ ოჯახებს. არის საკითხები უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და ოჯახების გაერთიანების თაობაზე. ყველა ამ თემაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი არის ჟენევის კონვენციის გარანტორი, ასრულებს ამ როლს და რა თქმა უნდა, უზრუნველვყოფთ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის განხორციელებას", - აღნიშნა მაურერმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა