გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა — სასამართლომ სუს-ის ყოფილი უფროსი ოთხივე ეპიზოდში დამნაშავედ ცნო
გოჩა მირცხულავა: ქვეყანაში, სადაც კულტურა არის გაყიდული, იქ კულტურის მინისტრის არსებობა ნონსენსია
გვარამია: ფონ დერ ლაიენმა საქართველო არც გაფართოების და არც შუა დერეფნის კონტექსტში ახსენა — პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
დათო გამცემლიძე „ნამახვანჰესზე“: 400-მილიონიანი კომპენსაცია ცალკე და ენგურჰესთან შესადარი გენერაცია — ცალკე
ფონ დერ ლაიენი: მალე წარვადგენთ სამოქმედო გეგმებს იმ კანდიდატი ქვეყნებისთვის, რომლებმაც ყველაზე მეტ პროგრესს მიაღწიეს
EU to launch new cooperation programs with Ukraine's defense industry – von der Leyen
Russian general who reported to Putin on capture of Kostiantynivka eliminated in Ukraine — “Madyar”
2027 draft budget: expenditures to rise 13.5%, international assistance needs estimated at $52.6 billion

ლელა ჯეჯელავა - ოცნების მხარდამჭერებო, ახლა ხვდებით ვისი მხარდამჭერები ხართ?

ნახვები: 1244 ლელა ჯეჯელავა - ოცნების მხარდამჭერებო, ახლა ხვდებით ვისი მხარდამჭერები ხართ?

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ თავად „ქართული ოცნების" წევრებს მოუწევთ გაერკვნენ თუ ვისი მხარდამჭერები არიან ისინი, მიიჩნევს ანალიტიკოსი, ენიკურ და რელიგიურ კონფესიათა ცენტრის ხელმძღვანელი ლელა ჯეჯელავა.

ჯეჯელავას განმარტებით, ამ ვითარებაში უმნიშვნელოვანესი იქნება დიპლომატიური კორპუისის როლი.

„ახლა მხოლოდ ჩვენი მეგობარი ქვეყნების დიპლომატების დიდ ძალისხმევას შეუძლია თავიდან აგვაცილონ ის პროცესები, რომლის განვითარება უკონტროლო კობახიძის ხელში ძალაუფლების გადასვლამ შეიძლება გამოიწვიოს", - აცხადებს ჯეჯელავა.

ლელა ჯეჯელავა „ქართული ოცნების წევრებასაც მიმართავს და აცხადებს: „ოცნების მხარდამჭერებო, ახლა ხვდებით ვისი მხარდამჭერები ხართ?"

„ივანიშვილმა თქვა: მე ამ გუნდს მხარს არ დავუჭერო და პასუხისმგებლობა მოიხსნა, ერთერთმა ყველაზე უფრო ადეკვატურმა პოლიტიკურმა სახემ, გახარიამ პასუხისმგებლობა მოიხსნა. რასაც კობახიძე ამ ქვეუანაში დაატრიალებს, იცოდეთ, რომ თითოეული თქვენგანის პასუხისმგებლობა იქნება!", - განმარტავს ჯეჯელავა.

შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა გუშინ შეუფარდა.
შსს-ს წარმომადგენლები გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით დილით მივიდნენ „ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, სადაც ნიკა მელია იმყოფება, თუმცა არ შეუშვეს.
მოგვიანებით უწყებამ განცხადება გაავრცელა, რომლითაც მოუწოდა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს და მათ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და ხელი არ შეუშალონ პოლიციას სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში.
ამის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგა. მისი თქმით, „ნიკა მელია არის ადამიანი, რომელიც დიდად არასდროს სცემდა პატივს ქართულ კანონმდებლობას, რომელიც 20 ივნისს მოუწოდებდა მოქალაქეებს პარლამენტის შტურმისკენ და პარლამენტში შეჭრის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო". გახარიას განმარტებით, მიუხედავად ყველაფრისა, „ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ, თუნდაც კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, ან საერთოდ, ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი".
შსს-მ გიორგი გახარიას მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ კიდევ ერთი მოკლე განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, ნიკა მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადაიდო.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა