გგიორგი ვაშაძე - რწმენა იმის, რომ გავიმარჯვებთ, იმდენად ძლიერი და დიდია, რომ არცერთი დღე ნამდვილად არ გამჭირვებია
გიორგი ვაშაძე - ჩავრთე ტელევიზორი და გამოაცხადეს, რომ 15-წლიანი მუხლით მემუქრებიან
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირმა წარმატებით მოახერხა აშშ-თან თანამშრომლობა გრენლანდიასთან დაკავშირებით მტკიცე პოზიციის შენარჩუნებით
დონალდ ტრამპი - პუტინსაც და ზელენსკისაც ომის დასრულება სურთ
ირაკლი კობახიძე - როდესაც ჯანდაცვას ეხება საქმე, პოლიტიკოსების მოსაზრებებზე მნიშვნელოვანი და საინტერესო არის კვალიფიციური და გამოცდილი ექიმების მოსაზრებები ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებით
დონალდ ტრამპი - ჩვენ გვყავს დიდი ძალები, რომლებიც ირანისკენ მიემართებიან, ბევრი გემი გვყავს ამ მიმართულებით, არ მინდა, რამე მოხდეს, მაგრამ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მათ
დონალდ ტრამპი - გრენლანდიასთან დაკავშირებული პერსპექტიული შეთანხმება აშშ-ს საშუალებას მისცემს, გააკეთოს ის, რაც სურს
Trump called his meeting with Zelensky in Davos “good”

არის მეორე ვარიანტი სამოქალაქო დაპირისპირება-რა სცენარის განვითარების ეშინია ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას

20.03.2022 ნახვები: 1266

„12 აპრილს არის „საპრეზიდენტო არჩევნები" ცხინვალში, სადაც თუ კოკოითი გააპრეზიდენტეს, კარგს არაფერს უნდა ველოდოთ.
ანუ სავარაუდოა, რომ იგი „მოითხოვს" „დედა ოსეთისთვის" ყაზბეგის, გუდაურის, ბორჯომის, ბაკურიანის დაბრუნებას და ამისთვის თოფსაც გაისვრის, რასაც უნდა მოჰყვეს მოკავშირისთვის რუსეთის მიერ ხელის გაწვდენა",-ამის შესახებ „ფეისბუქზე"ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა წერს.

მირცხულავას თქმით, საქართველოს ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს და გაიაზროს, რომ საქართველოში ქართველის მიერ ქართველის სისხლის დაღვრაზე პასუხისმგებლობის აღება მოუწევს მას. 

„ნახეთ რა სცენარის მეშინია. იმის გარდა, რომ რუსეთმა დასავლეთს უკრაინასთან ერთად ჩვენი თავი მოსთხოვა და პასუხად მიიღო - არა, რასაც უკრაინაში ომი მოყვა, თითქოს ამ, ჩვენთვის მშვიდობიან პერიოდში ჩვენც მშვიდად უნდა ვიყოთ... თავი დავარწმუნოთ, რომ რუსეთს ახლა ჩვენთვის არ სცხელა... მაგრამ...
ადრე ვრცლად დავწერე და გავიმეორებ - 12 აპრილს არის „საპრეზიდენტო არჩევნები" ცხინვალში, სადაც თუ კოკოითი გააპრეზიდენტეს, კარგს არაფერს უნდა ველოდოთ.
ანუ სავარაუდოა, რომ იგი „მოითხოვს" „დედა ოსეთისთვის" ყაზბეგის, გუდაურის, ბორჯომის, ბაკურიანის დაბრუნებას და ამისთვის თოფსაც გაისვრის, რასაც უნდა მოჰყვეს მოკავშირისთვის რუსეთის მიერ ხელის გაწვდენა. თუმცა ეს მოქმედება ბევრად არის დამოკიდებული უკრაინაში მიმდინარე ომის განვითარებაზე. მერწმუნეთ, იმ პირობებშიც კი თუ რუსეთმა დაიკავა მნიშვნელოვანი უკრაინული ქალაქები ეს გახდება მისთვის საშინელი მომავლის წინაპირობა - ვსაუბრობ პარტიზანულ ომზე და აქ ავღანეთი მონაგონია.
არის მეორე ვარიანტი - სამოქალაქო დაპირისპირება და აქ უფრო რთულად გვაქვს საქმე. დამიჯერეთ რაც არ უნდა დიდი სიძულვილი იყოს პოლიტიკურ კლასში ქოცი და ნაცი ერთმანეთს არ ესვრიან - გამორიცხულია. მაშინ ვინ შეიძლება ამ დაპირისპირების ინსპირატორი აღმოჩნდეს თუ არა პრორუსული ძალა, რომელიც ამ პირობებშიც კი ახერხებს ანტისახელმწიფოებრივ დესტრუქციას და ხელისუფლება არ თუ ვერ ბედავს ამ დესტრუქციის ალაგმვას?
საქართველოს ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს და გაიაზროს, რომ საქართველოში ქართველის მიერ ქართველის სისხლის დაღვრაზე პასუხისმგებლობის აღება მოუწევს მას. დავუშვათ, რომ ეს დაპირისპირება მოხდა ორკებსა და ნაცებს შორის. ვინ დამარცხდება? პირველ რიგში ხელისუფლება, საბოლოოდ სახელმწიფო! სხვა დანარჩენი - მერე გარედან ვინ რას დაგვიპირებს და შეგვისრულებს უმძიმესი სცენარის შემადგენელი ნაწილია და სულაც არ არის გამორიცხული სწორედ მაშინ გამოყოს კუმ (კოკოითმა) ფეხი. კარგად გავიხსენოთ აფხაზეთის დაკარგვის წინაპირობა. ამ ვითარებაში არ არსებობს ხელისუფლებისთვის არანაირი ოქროს შუალედი. ჩვენ გვაქვს პრეცედენტი როდესაც ხელისუფლება ორკების მხარეს აღმოჩნდა - 5 ივლისი. ახლა სულაც საჯაროდ რომ გაემიჯნოს ეს ძნელი დასაჯერებელი იქნება და ისტორიაში მისთვის კუნაპეტი ფურცელი იქნება.
ჩვენ გულარხეინობის მიუხედავად უმძიმეს ვითარებაში ვართ - რა გარე საფრთხით და რა შიდათი. ამას ემატება მოსალოდნელი ენერგოკრიზისიც რაც საერთოდ ჩამოშლის ჩვენს ეკონომიკას და სახელმწიფოსაც.
შესაბამისად, ძალიან კარგად მესმის ხელისუფლების ურთულეს ვითარებაში ყოფნა, მაგრამ ახლა ფსიქო ან სხვა სახის თერაპიით საკითხს ვერ მოვაგვარებთ. ახლა ყველაზე მთავარი მეხუთე კოლონის ნეიტრალიზაციაა. და აქაც ნუ დაუჯერებთ თუ ვინმე იტყვის, რომ ისინი ნაცების შემკავებლები არიან. მათ ერთნაირად ეზიზღებით თქვენც და ნაცებიც და უბრალოდ როცა ამ სიტყვებს ისმენთ ზუსტად იცოდეთ, რომ გიყენებენ.
ჩვენ ვართ ოკუპირებული და ამ ვითარებაში, როდესაც რეგიონში მიმდინარეობს ომი, ხელისუფლებას აქვს სრული უფლება მაქსიმალურად შეზღუდოს ოკუპანტის სასარგებლო პროპაგანდა და მით უფრო პოლიტიკური საქმიანობა თუნდაც იმისთვის, რომ სახელმწიფოს ზურგში არ ჩაარტყას ვინმემ ლახვარი. არა და ბრუტუსებით სავსეა ქვეყანა.
შევეცადე ძალიან მსუბუქად დამეწერა, რათა ისედაც დაზაფრული საზოგადოება და ხალხი კიდევ უფრო არ დავზაფრო",-წერს მირცხულავა

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა