უკრაინული დრონების შეტევის შედეგად რუსეთის პრიმორსკის პორტში ნავთობსადენი დაზიანდა, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში კი ნავთობის ობიექტებზე ხანძარი გაჩნდა
ოპოზიციის ალიანსი - აფგან სადიგოვის ქვეყნიდან გაძევებით, ივანიშვილის რეჟიმმა დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება
ვოლოდიმირ ზელენსკი - უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ჩვენ პრიორიტეტი არ ვართ
დონალდ ტრამპი: ეკიპაჟის წევრი, რომელსაც ვეძებდით, ვიპოვეთ და უსაფრთხოდაა
შსს: აფგან სადიგოვი გაძევებულ იქნა ქვეყნიდან, დაუწესდა აქ შემოსვლის 3-წლიანი აკრძალვა
წმინდა სინოდის 3 აპრილის სხდომის ოქმი
მეუფე ზენონი - შეიქმნა საარჩევნო კომისია, რაც შეეხება განათლების და ასაკის საკითხს, ამის შესახებ გადაწყვეტილება იქნება მომავალ სხდომაზე
სინოდის შემდეგი სხდომა 24 აპრილს გაიმართება

ჩვენ ვხედავთ, როგორ გმირულად იბრძვიან ჩვენი ბიჭები ამ ოპერაციის ფარგლებში-პუტინი

18.03.2022 ნახვები: 554

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს გამართულ კონცერტზე გამოსვლისას თქვა, რომ დონბასში "სამხედრო ოპერაციის მიზანი ადამიანების გენოციდისგან გადარჩენაა".

პუტინმა გამოსვლისას ციტატა წმინდა წერილიდან მოიყვანა და განაცხადა, რომ რუსი ხალხისთვის მთავარია ერთობა. პუტინის თქმით ერთობის კარგი მაგალითი უკრაინაში რუსი ჯარისკაცების "მხარდამხარ ბრძოლაა".

"ადამიანები, ვინც ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ დონბასში ასევე არ ეთანხმებოდნენ სამხედრო გადატრიალებას. მათ წინააღმდეგ არაერთი დამსჯელობითი სამხედრო ოპერაცია ეწყობოდა. მათ აქცევდნენ ბლოკადაში და სისტემატური დაბომბვისა და საჰაერო თავდასხმის მსხვერპლნი იყვნენ. ამას გენოციდი ჰქვია. ამ ოპერაციის მიზანი ადამიანების ამისგან [გენოციდისგან] გადარჩენაა.

მახსენდება სიტყვები წმინდა წერილიდან: „არავისა აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრისთვის", და ჩვენ ვხედავთ, როგორ გმირულად იბრძვიან ჩვენი ბიჭები ამ ოპერაციის ფარგლებში.

ეს სიტყვები ქრისტიანობის წმინდა წიგნიდანაა და ძვირფასია მათთვის, ვინც ამ რელიგიას მიჰყვება. თუმცა ყველაფერი იმ ფაქტიდან გამომდინარეობს, რომ ეს ერთობა არის უნივერსალური ღირებულება ყველა ადამიანისა და ყველა რელიგიის წარმომადგენლისთვის რუსეთში და უპირველეს ყოვლისა ჩვენი ხალხისთვის. ამის საუკეთესო დადასტურებაა ის, თუ როგორ იბრძვიან ისინი, როგორ იქცევიან ჩვენი ბიჭები ამ სამხედრო ოპერაციისას - მხარდამხარ. ისინი ეხმარებიან, მხარს უჭერენ ერთმანეთს და თუ საჭიროა, მათ სხეულებს საბრძოლო ველზე ტყვიებისგანაც იცავენ, როგორც ძმები. ასეთი ერთობა დიდი ხანია არ გვქონია", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

დღეს მოსკოვში ყირიმის ანექსიის წლისთავის აღსანიშნავი და პრეზიდენტის მხარდასაჭერი კონცერტი იმართება.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლუჟნიკის სტადიონზე 203 ათასი ადამიანი შეიკრიბა, 95 ათასი ადამიანი უშუალოდ სტადიონზე იმყოფება 100 ათასი კი მის სიახლოვეს.

აღსანიშნავია, რომ კონცერტზე პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის გამოსვლისას ეთერი მოულოდნელად შეწყდა.

ვლადიმერ პუტინი გამოსვლისას რუსი ხალხის ერთიანობაზე საუბრობდა, მაგრამ მოულოდნელად ეთერი შეწყდა და ოლეგ გაზმანოვის სიმღერით გაგრძელდა.

საკონცერტო სცენა საიდანაც პუტინმა რუსეთის მოსახლეობას მიმართა მორთული იყო სლოგანებით „სამყარო ნაციზმის გარეშე" და „ჩვენი პრეზიდენტის მხარდასაჭერად" - ორივე შემთხვევაში რუსული ასო ზ-ს ნაცვლად გამოყენებული იყო ლათინური "Z", რაც უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთის ჯარის სიმბოლოა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა