დონალდ ტრამპი - ისეთმა ქვეყნებმა, როგორიც გაერთიანებული სამეფოა, მოიკრიბეთ ცოტაოდენი გამბედაობა, წადით ჰორმუზის სრუტეში და აიღეთ საწვავი
ელისო კილაძე - თვე და 2 დღეა სრულ იზოლაციაში ვარ, მიმოწერები, პაემნის და ზარების უფლება აკრძალული მაქვს
საქართველოში ირანის ელჩი - როცა ზოგიერთი ქვეყანა, უნებლიეთ ან ნაჩქარევად საკუთარ სივრცესა და ტერიტორიას გარე ავანტიურისტებს უთმობს, ამის ფასს ადრე თუ გვიან, ქვეყნის შიგნითვე იწვნევს
რუსეთის დაზვერვა - მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე გავლენის გაძლიერებას ცდილობს
თამარ ჩერგოლეიშვილი - იგეგმება აშშ-ში ვიზიტი
ბაჩო ახალაია - შეიძლება ივანიშვილი ფიქრობს, რომ გაიქცევა, მაგრამ ჩამოვიყვანთ და ამ სასამართლოში მოვიყვანთ
„ოპოზიციის ალიანსი“ „ეროვნული მობილიზაციის“ ორ თვიან კამპანიას იწყებს
მარკო რუბიო - აშშ-ის გარეშე ნატო არ არსებობს

ვახტანგ გომელაური - 16 მარტის მონაცემებით, 24 თებერვლიდან საქართველოში რუსეთის 30 439 მოქალაქე შემოვიდა, რომელთაგან 17 801-მა ქვეყანა უკვე დატოვა

17.03.2022 ნახვები: 565

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 16 მარტის მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში ჯამში რუსეთის 30 439 მოქალაქე შემოვიდა, რომელთაგან 17 801-მა ქვეყანა უკვე დატოვა.

მისივე განმარტებით, ამ პერიოდში შემოსული რუსეთის მოქალაქეებიდან ჯერჯერობით, დაახლოებით 12 ათასი ადამიანი რჩება საქართველოში.

ამასთან, გომელაურის თქმით, 2019 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, იზრდება ბელარუსიდან შემოსული მოქალაქეების რაოდენობა, ხოლო უკრაინიდან დიდი შემოდინება არ ფიქსირდება.

აქვე, ვახტანგ გომელაურმა განმარტა, რომ შედარება ხდება 2019 წლის სტატისტიკასთან, ვინაიდან პანდემიიდან გამომდინარე 2020-2021 წლებში საზღვრები ფაქტობრივად დაკეტილი იყო.

„რაც შეეხება საზღვარს, შედარების სტატისტიკა აუცილებლად მოსაყვანია და უნდა მოვიყვანოთ, ამის გარეშე ვერ ვისაუბრებთ. მეორე თემაა, ვთქვათ, მათი კონტროლი და ა.შ. ახლა რომ ვთქვა, 100 პროცენტით კონტროლდება ყველა შემოსული მოქალაქე, ჩემი მხრიდან ეს იქნება სისულელე. ეს არის ურთულესი. არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია ამის გაკეთება. 2020-ში და 2021-ში თითქმის დაკეტილი იყო საზღვრები და პანდემიიდან გამომდინარე, რუსეთიდან კი არა, არც ერთი ქვეყნიდან არ შემოდიოდა, თუ სპეციალური მოწვეული სტუმარი არ იყო ქვეყანაში. აქედან გამომდინარე ვადარებთ 2019 წლის იგივე დროს.

ომის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან შემოსულია რუსეთის 30 439 მოქალაქე, ეს არის გუშინდელი, ახალი მონაცემები. გავიდა 17 801 ადამიანი. იგივე დროს, იგივე პერიოდში 2019 წელს შემოსულია 64 008 ადამიანი და გასულია 63 097. ანუ, უფრო ნაკლებია გაჩერებული მაშინ, ვიდრე დღეს. დღეს დაახლოებით 12 ათასი ადამიანი არ გასულა, ვინც შემოვიდა. გუდაურში, ბაკურიანში, თბილისში არიან. ასევე არიან ბელარუსის მოქალაქეები. ბევრად მეტი მატებაა ბელარუსის მოქალაქეების მხრიდან. ომიდან გუშინდელ დღემდე შემოსულია 15 777, როცა ანალოგიურ დროს, 2019 წელს 1 678 კაცია შემოსული. თითქმის 10-ჯერ მეტია შემოსული ბელარუსის მოქალაქეები, რუსეთის მოქალაქეებისგან განსხვავებით. ასევე, ანალოგიურ დროში, 2019 წელს შემოსული იყო უკრაინის 9 200 მოქალაქე. ახლა არის უკრაინის 8 688 მოქალაქე. ანუ, უკრაინის მხრიდან დიდი შემოდინება არ გვაქვს. ყველაზე მეტი ზრდა არის ბელარუსის კუთხით და ასე ვთქვათ, ჯერ არ გასული 12 ათასი ადამიანი, რუსეთის მოქალაქეები“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა