ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

მსოფლიო ლიდერები ჯო ბაიდენს პრეზიდენტობას, კამალა ჰარისს კი ვიცე-პრეზიდენტობას ულოცავენ

ნახვები: 614 მსოფლიო ლიდერები ჯო ბაიდენს პრეზიდენტობას, კამალა ჰარისს კი ვიცე-პრეზიდენტობას ულოცავენ

მსოფლიო ლიდერები ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას, კამალა ჰარისს კი ვიცე-პრეზიდენტობას ულოცავენ.

ჯო ბაიდენს გაპრეზიდენტება უკვე მიულოცა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა.

„ვულოცავ ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტად ფიცის დადებას და კამალა ჰარისს მის ისტორიულ ინაუგურაციას. ამერიკის ლიდერობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია ყველა ჩვენგანისთვის, კლიმატური ცვლილებებიდან კოვიდპანდემიამდე და ველი მუშაობას პრეზიდენტ ბაიდენთან", - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

დემოკრატ პრეზიდენტს უკვე მიულოცა დიდი ბრიტანეთის დედოფალმა, ელისაბედ მეორემაც.

ამერიკელი ლიდერებისადმი მილოცვა სოციალურ ქსელ „ტვიტერში" გამოაქვეყნა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

„ჯო ბაიდენს და კამალა ჰარისს ამერიკელი ხალხისთვის ამ უმნიშვნელოვანეს დღეს საუკეთესოს ვუსურვებ. ჩვენ ერთად ვართ. ჩვენ ძლიერები ვიქნებით ჩვენი დროის გამოწვევების წინაშე. ძლიერები ჩვენი მომავლის ასაშენებლად. ძლიერები ჩვენი პლანეტის დასაცავად", - აღნიშნულია მაკრონის მილოცვაში.

ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისისადმი მილოცვა გამოქვეყნდა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის „ტვიტერის" გვერდზეც.

„ვულოცავ ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტად ფიცის დადებას და კამალა ჰარისს აშშ-ის პირველ ქალ ვიცე-პრეზიდენტობას. მადლობა თქვენი შთამაგონებელი საინაუგურაციო მიმართვისა და თანამშრომლობის შეთავაზებისთვის. ევროპა მზად არის ახალი დასაწყისისთვის", - აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ბაიდენსა და ჰარისს ულოცავს პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასი და არსებული გამოწვევების ფონზე წარმატებებს უსურვებს.

„ველი ერთად მუშაობას რეგიონსა და მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის - ციტირებს აბასს პალესტინური მედია საშუალება", - აღნიშნულია მაჰმუდ აბასის მილოცვაში.

მილოცვებს უერთდება იაპონიის პრემიერ-მინისტრი იოშიჰიდე სუგა, რომელიც ავის მილოცვაში აცხადებს, რომ „იაპონია და აშშ მტკიცე მოკავშირეები არიან და უნივერსალურ ღირებულებებს იზიარებენ".

აშშ-ის ახალ პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს ულოცავს რომის პაპი ფრანცისკე.

„თქვენი ხელმძღვანელობით, დაე, ამერიკელმა ხალხმა გააგრძელოს მაღალი პოლიტიკური, ეთიკური და რელიგიური ღირებულებები, რითაც შთაგონებული იყო ერი მისი დაარსების დღიდან. იმ დროს, როდესაც ჩვენი კაცობრიობის ოჯახის წინაშე არსებული მძიმე კრიზისი მოითხოვს შორსმჭვრეტველობასა და ერთიან რეაგირებას, მე ვლოცულობ, რომ თქვენს გადაწყვეტილებებში იხელმძღვანელებთ ავთენტური სამართლიანობითა და თავისუფლებით გამორჩეული საზოგადოების მშენებლობაზე ზრუნვით, ასევე უფლებების და ღირსების უცვლელი პატივისცემით, განსაკუთრებით კი ღარიბი, დაუცველი ადამიანების მიმართ", - ნათქვამია რომის პაპის მილოცვაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა