Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries
Europe must be involved in decisions on ending war – Zelensky

ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს

ნახვები: 406 ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლის გამო, ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლების დაფინანსება შეწყვიტა, თუმცა ქვეყნის მოსახლეობის მხარდაჭერას აგრძელებს. 2026 წელს ევროკავშირი ახალი პროექტების განსახორციელებლად 38 მილიონ ევროს გამოყოფს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

წარმომადგენლობის განცხადებით, ახალი დაფინანსება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ქალთა გაძლიერებასა და გარემოსდაცვითი გამოწვევების დაძლევას მოხმარდება.

„საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლის გამო, ევროკავშირი აღარ აფინანსებს საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა განვაგრძობთ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირის წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა უკვე 30 წელზე მეტია გრძელდება. 1992 წლიდან ევროკავშირმა საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით 2 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

დაფინანსებული პროექტები მოიცავდა სოფლის მეურნეობის განვითარებას, რეგიონებში მცირე ბიზნესის მხარდაჭერას, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებასა და აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზაციას.

„ამ ძალისხმევის მიმართ ჩვენს ერთგულებას კვლავ ვადასტურებთ. 2026 წელს ევროკავშირი ახალი პროექტების განსახორციელებლად 38 მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსებას გამოყოფს, რითაც განაგრძობს რეალური, დადებითი ცვლილებების განხორციელებას ოჯახებისა და თემებისთვის მთელ საქართველოში“, – აცხადებს ევროკავშირის წარმომადგენლობა.

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ახალი დაფინანსება რვა ძირითად მიმართულებას მოიცავს:

  • პატარა ქალაქებსა და დაბებში ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა;

  • შრომის ბაზრის ცვალებად მოთხოვნებთან შესაბამისი უნარების განვითარება;

  • სოფლებისა და რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, მათ შორის ქალთა მონაწილეობის გაძლიერება;

  • ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესება და სურსათის ხარისხის ამაღლება;

  • ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა;

  • უსაფრთხო და ორგანიზებული მიგრაციის ხელშეწყობა;

  • კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და სტიქიური უბედურებებისთვის მზადყოფნა;

  • აფხაზეთში მცხოვრები თემების მხარდაჭერის გაგრძელება.

ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლებასთან დაფინანსების მიმართულებით შეცვლილი პოლიტიკისა, ევროკავშირი განაგრძობს ისეთი პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც უშუალოდ საქართველოს მოქალაქეების საჭიროებებზეა ორიენტირებული.

განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, როგორ გადანაწილდება 38 მილიონი ევრო ცალკეულ პროგრამებზე და რომელი ორგანიზაციები განახორციელებენ დაფინანსებულ პროექტებს.

ევროკავშირის წარმომადგენლობა ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა კვლავ მისი პრიორიტეტია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა