Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries
Europe must be involved in decisions on ending war – Zelensky

ზელენსკი ტუსკთან შეხვედრაზე: არ უნდა გადაიდგას არცერთი ნაბიჯი, რომელიც რუსეთს ომის გაგრძელებაში დაეხმარება

ნახვები: 481 ზელენსკი ტუსკთან შეხვედრაზე: არ უნდა გადაიდგას არცერთი ნაბიჯი, რომელიც რუსეთს ომის გაგრძელებაში დაეხმარება
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან შეხვედრისას რუსეთის საჰაერო თავდასხმებისგან უკრაინის დაცვის გაძლიერებისა და მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნების საკითხები განიხილა.

ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება რუსეთის მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებულ თავდასხმებს დაეთმო.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დეტალურად არის ინფორმირებული უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო მოქმედებებისა და ვითარების ყოველდღიური გამწვავების შესახებ.

„რუსები თითქმის განუწყვეტლივ იყენებენ „შაჰედებს“. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლონეთი გვეხმარება ამ თავდასხმებისგან თავდაცვაში. დეტალურად განვიხილეთ ყველა არსებული საფრთხე და ის ნაბიჯები, რომლებიც რუსული დარტყმების წინააღმდეგ ჩვენი თავდაცვის გაძლიერებას შეუწყობს ხელს“, – აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებიც იყო. უკრაინის პრეზიდენტმა დონალდ ტუსკს მადლობა გადაუხადა მოსკოვის მიმართ მკაფიო პოზიციისთვის და აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა თავი უნდა შეიკავონ ნებისმიერი გადაწყვეტილებისგან, რომელიც რუსეთს ომის გაგრძელების შესაძლებლობას გაუზრდის.

„მადლობა გადავუხადე დონალდს სანქციებთან დაკავშირებით მისი მკაფიო და პრინციპული პოზიციისთვის: არ უნდა გადაიდგას არცერთი ნაბიჯი, რომელიც რუსეთს ამ ომის გაგრძელებაში დაეხმარება“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.

თავის მხრივ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა უკრაინისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

მისი განცხადებით, პოლონეთსა და უკრაინას მხოლოდ გეოგრაფიული სიახლოვე არ აკავშირებთ და მათ ერთმანეთის მხარდაჭერის იმედი რთულ ვითარებაშიც შეუძლიათ ჰქონდეთ.

„ჩვენ მხოლოდ მეზობლები არ ვართ. ჩვენ მეგობრები ვართ, რომლებსაც რთულ დროს შეუძლიათ ერთმანეთის იმედი ჰქონდეთ და ამას ვერავინ ვერასდროს შეცვლის“, – აცხადებს ტუსკი.

შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებებში არ დაკონკრეტებულა, შეთანხმდნენ თუ არა მხარეები უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების კონკრეტულ პაკეტზე ან საჰაერო თავდაცვის ახალი საშუალებების გადაცემაზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა