Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries
Europe must be involved in decisions on ending war – Zelensky

ლევან ხაბეიშვილი ბათუმში ბადრაგირებას და საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე დასწრებას ითხოვს – „რეალურად ასამართლებენ ჩვენს სამშობლოს, საქართველოს“

ნახვები: 331 ლევან ხაბეიშვილი ბათუმში ბადრაგირებას და საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე დასწრებას ითხოვს – „რეალურად ასამართლებენ ჩვენს სამშობლოს, საქართველოს“
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, პატიმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ბათუმში ბადრაგირებას და საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხზე დაგეგმილ სხდომაზე დასწრებას ითხოვს.

ხაბეიშვილის სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადების თანახმად, მას სურს, როგორც პარტიის პოლიტსაბჭოს მოქმედმა თავმჯდომარემ, სასამართლოს წინაშე საკუთარი პოზიცია პირადად დააფიქსიროს.

„კატეგორიულად მოვითხოვ, მოხდეს ჩემი ბადრაგირება ბათუმში და მომეცეს შესაძლებლობა, როგორც ენმ-ს პოლიტსაბჭოს მოქმედ თავმჯდომარეს, საჯაროდ გამოვხატო ჩემი პოზიცია. მაქვს უფლება და იმედს დავიტოვებ, არ შეეშინდება „ოცნების“ კრიმინალურ ბანდას სიმართლეს მოუსმინოს ე.წ. „საკონსტიტუციო სასამართლოში!“ – ნათქვამია ხაბეიშვილის განცხადებაში.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, პარტიების აკრძალვის საკითხი მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაციების სამართლებრივ სტატუსს არ ეხება. მისი მტკიცებით, მიმდინარე პროცესი საქართველოს ისტორიის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებთან არის დაკავშირებული.

ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება პარტიების აკრძალვის მოთხოვნით, ფაქტობრივად, საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მოქმედებს.

„პარტიებს კი არა, ანწუხელიძეს, ძმებ რომელაშვილებს და ჩვენს გმირებს აცხადებენ დამნაშავედ! ეს არ არის პარტიის საიდენტიფიკაციო კოდის გაუქმება! ეს არის მერაბ კოსტავას, ზვიადის საქართველოს გასამართლება!“ – წერს ის.

მისივე შეფასებით, აღნიშნული პროცესი რუსეთის ინტერესებს ემსახურება და შესაძლოა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის საფრთხის შემცველი პოლიტიკური გადაწყვეტილებების საფუძველი გახდეს.

„რეალურად ასამართლებენ ჩვენს სამშობლოს – საქართველოს! გაიღვიძეთ! უკიდურესად ჩუმად არის ხალხი და არ მინდა დავიჯერო, რომ ჩვენი გმირების სულში ჩაფურთხებას და ჩვენი დამოუკიდებლობის რეალურად ოკუპანტზე გადაცემას არ შევებრძოლებით!“ – აღნიშნავს ხაბეიშვილი.

პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსი ოპოზიციურ პარტიებსა და მოქალაქეებს ერთიანობისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში პოლიტიკური განსხვავებები მეორეხარისხოვანი უნდა გახდეს.

ხაბეიშვილი ასევე აკრიტიკებს იმ მიდგომას, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების შეცვლა მხოლოდ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით არის შესაძლებელი.

„უმორჩილესად გთხოვთ, ნურც თავს და ნურც ხალხს ნუ მოატყუებთ, რომ აი, „გარედან“ მოგვეშველებიან და ისინი დაამარცხებენ რეჟიმს! ასე ვერ იქნება, თუ ჩვენ ჩმორებივით დავხრით თავს და ყველაფერზე ვიტყვით, რომ „მერე რა““, – აცხადებს ის.

მისი თქმით, ახლა აუცილებელია ოპოზიციური ძალებისა და საზოგადოების გაერთიანება საერთო მიზნის გარშემო.

„ახლა დროა პროცესის გარშემო, საქართველოს გარშემო დავდგეთ და ვიბრძოლოთ! ერთი „პარტია“ არსებობს და ეს არის საქართველო!“ – წერს ხაბეიშვილი.

ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვის პარალელურად ბათუმში საპროტესტო აქციაც გაიმართება, რომელშიც ათასობით მოქალაქე მიიღებს მონაწილეობას.

„მზად ვარ და მოვითხოვ დავესწრო პროცესს და მოღალატეებს პირში ვუთხრა სათქმელი! ასევე მაქვს იმედი, ათასობით ადამიანი პარალელურად იქნება პროტესტში ბათუმშიც!“ – აღნიშნავს ის.

ხაბეიშვილი მხარდაჭერას უცხადებს 25 ოქტომბრისთვის დაანონსებულ საპროტესტო აქციასაც და მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებს.

„აღარ არსებობს არანაირი გამყოფი, ახლა მაინც გაიგოს ყველამ! ძალა ხალხშია! ძალა ერთობაშია! ღმერთმა დალოცოს საქართველო! პ.ს. მხარს ვუჭერ 25 ოქტომბერს დაანონსებულ აქციას! უნდა ვიაქტიუროთ!“ – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომების გამართვა 21, 22 და 23 ოქტომბერს არის დაგეგმილი. აღნიშნული თარიღების შესახებ ინფორმაცია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა გაავრცელეს.

ამ დროისთვის უცნობია, დაკმაყოფილდება თუ არა ლევან ხაბეიშვილის მოთხოვნა ბათუმში ბადრაგირებისა და სასამართლო სხდომაზე პირადად დასწრების შესახებ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა