გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის ადგილთან დაკავშირებით განხილვა მიმდინარეობს-პოდოლიაკი

ნახვები: 488 უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის ადგილთან დაკავშირებით განხილვა მიმდინარეობს-პოდოლიაკი

ამჟამად უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის ადგილთან დაკავშირებით განხილვა მიმდინარეობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, ასევე მუშავდება ხელშეკრულებების პაკეტი უკრაინის პოზიციის გათვალისწინებით.

პოდოლიაკის თქმით, უკრაინული მხარე მუდმივ კავშირშია რუსეთის წარმომადგენლებთან და როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ამბობს, აგრესორი ქვეყანა უკვე აცხადებს, რომ მზადაა ვოლოდიმირ ზელენსკის და ვლადიმერ პუტინს შორის პირდაპირი დიალოგისთვის.

„ახლა ჩვენ ვეძებთ ადგილს და ვამუშავებთ შეთანხმებების პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის პოზიციას. როცა ეს უკვე დამუშავებული, შეთანხმებული იქნება, მაშინ პრეზიდენტები უკვე შეძლებენ შეხვედრას და საბოლოო სამშვიდობო ხელშეკრულების დებულებების შემუშავებას. არამგონია, ბევრი დრო დაგვჭირდეს აქამდე მისასვლელად", - განაცხადა მიხაილ პოდოლიაკმა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა