მარტა კოსი: საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა — რაც ახლა ხდება, გაფართოების ანგარიშში აისახება
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე

სინოდის შემდეგი სხდომა 24 აპრილს გაიმართება

ნახვები: 331 სინოდის შემდეგი სხდომა 24 აპრილს გაიმართება

განათლების თემასთან დაკავშირებით განსაკუთრებული მსჯელობა არ ყოფილა, თუმცა მინიმუმ სასულიერო სემინარია რჩება მოთხოვნად. რაც შეეხება ასაკს, ასაკის შესახებ გადაწყვეტილება დღეს არ მიღებულა, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ჯაღმაიძემ აღნიშნა, დღევანდელ სხდომაზე მაღალი იერარქიის სასულიერო პირებმა მხოლოდ საორგანიზაციო საკითხები განიხილეს, რომელიც ახალი პატრიარქის არჩევის პროცედურებთან იქნება დაკავშირებული.

„როგორც თავდაპირველადვე განვაცხადე, სინოდის დღევანდელ სხდომაზე მოხდებოდა საორგანიზაციო საკითხების განსაზღვრა. სინოდის შემდეგი სხდომისთვის და გაფართოებული კრების გასამართავად განისაზღვრა გარკვეული პროცედურები, მათ შორის, ჩამოყალიბდა სამი კომისია. ეს იქნება სამანდატო, ხმის დამთვლელი და სარედაქციო. განისაზღვრება ამ კომისიაში შემავალი წევრების საკითხი. ვიცით, რომ გაფართოებული სხდომა გაიმართება სამების ტაძარში. სინოდის შემდეგი სხდომა გაიმართება 24 აპრილს - ეს თემები განვიხილეთ.

რაც შეეხება კომისიას, მისი სახელწოდებები თავად ლაპარაკობს ამ კომისიების ფუნქციაზე იმიტომ, რომ ეს პროცესი, რაც პატრიარქის არჩევას უკავშირდება, არ არის მარტივი პროცესი. იქ ხმები უნდა დაითვალოს, მითუმეტეს გაფართოებულ სხდომაზე ბევრი დელეგატი იქნება და მოწესრიგებულად უნდა იყოს ყველაფერი. არ უნდა დარჩეს ორაზროვნება არცერთ საფეხურზე, ამიტომ საორგანიზაციო კუთხით ბევრი რამ არის გასაკეთებელი და საჭირო იყო ამ თემებზე შეთანხმება.

განათლების თემასთან დაკავშირებით განსაკუთრებული მსჯელობა არ ყოფილა, თუმცა მინიმუმ სასულიერო სემინარია რჩება მოთხოვნად. რაც შეეხება ასაკს, ასაკის შესახებ გადაწყვეტილება დღეს არ მიღებულა, არ გამოიკვეთა როგორ იქნება ინტერპრეტირებული ის ჩანაწერი, რომელშიც არაუმეტეს 70 წლისა არის აღნიშნული და შემდეგ სინოდის სხდომაზე, როდესაც სამი კანდიდატი იქნება გამორჩეული, მაგ დროს იქნება ამის შესახებაც მსჯელობა.

დღევანდელ სხდომაზე ასაკის საკითხი დაისვა, თუმცა რადგან ძალიან ბევრი სხვა საკითხი იყო, ამიტომ გადაწყდა, რომ შემდეგ სინოდის სხდომაზე იქნას უფრო კონკრეტულად მიღებული ამაზე გადაწყვეტილება. მსჯელობა იყო, უნდა ითვლებოდეს თუ არა 71 წელს მიღწეული ადამიანი ამ კატეგორიაში [პატრიარქობის კანდიდატად დასახელების ნაწილში], ამაზეა ჩამოსაყალიბებელი შემდგომში ეს მსჯელობა“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა