მარტა კოსი: საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა — რაც ახლა ხდება, გაფართოების ანგარიშში აისახება
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე

ემანუელ მაკრონი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მისი და მისი მეუღლის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე - პასუხის გაცემას არ ვაპირებ. ეს პასუხს არ იმსახურებს

ნახვები: 405 ემანუელ მაკრონი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მისი და მისი მეუღლის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე - პასუხის გაცემას არ ვაპირებ. ეს პასუხს არ იმსახურებს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მისი და მისი მეუღლის შესახებ გაკეთებული განცხადება პასუხს არ იმსახურებს. მაკრონი ამით გამოეხმაურა დონალდ ტრამპს, რომელმაც თეთრ სახლში გამართულ სააღდგომო ღონისძიებაზე განაცხადა, რომ მაკრონს „მისი ცოლი ძალიან ცუდად ექცევა და ყბაში მოხვედრილი დარტყმისგან ჯერ კიდევ არ გამოკეთებულა“.

ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ ტრამპის სიტყვები „არც დახვეწილია და არც შესაფერისი“.

„პასუხის გაცემას არ ვაპირებ. ეს პასუხს არ იმსახურებს“, - განაცხადა მაკრონმა.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ემანუელ მაკრონს დაურეკა და ჰორმუზის სრუტეში სამხედრო ოპერაციისთვის დახმარება სთხოვა.

„მაკრონს დავურეკე, რომელსაც მისი ცოლი ძალიან ცუდად ექცევა და ყბაში მოხვედრილი დარტყმისგან ჯერ კიდევ არ გამოკეთებულა. ვუთხარი, ემანუელ, სპარსეთის ყურეში დახმარება გვსურს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდებს ვამყარებთ, ძალიან ცუდ ხალხსა და ბალისტიკურ რაკეტებს ვანადგურებთ. დახმარება გვსურს. შეგიძლიათ, გემები დაუყოვნებლივ გამოგზავნოთ? მიპასუხა: „არა, არა, დონალდ ეს არ შემიძლია. ეს შეგვიძლია ომის მოგების შემდეგ გავაკეთოთ“. მე ვუთხარი, ემანუელ, ეს ომის მოგების შემდეგ აღარ მჭირდება“, - აღნიშნა ტრამპმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა