თენგიზ აბლოთია: საქართველო თითქმის გაქრა ევროპის დღის წესრიგიდან, „ქართულ ოცნებას“ ეს რეალობა ხელს აძლევს
თბილისის პრობლემურ გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა იგეგმება
მარტა კოსი: საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა — რაც ახლა ხდება, გაფართოების ანგარიშში აისახება
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება

დონალდ ტრამპი - ისეთმა ქვეყნებმა, როგორიც გაერთიანებული სამეფოა, მოიკრიბეთ ცოტაოდენი გამბედაობა, წადით ჰორმუზის სრუტეში და აიღეთ საწვავი

ნახვები: 329 დონალდ ტრამპი - ისეთმა ქვეყნებმა, როგორიც გაერთიანებული სამეფოა, მოიკრიბეთ ცოტაოდენი გამბედაობა, წადით ჰორმუზის სრუტეში და აიღეთ საწვავი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისეთ ქვეყნებს, როგორიც გაერთიანებული სამეფოა, სთავაზობს, მოიკრიბონ გამბედაობა, რათა გავიდნენ ჰორმუზის სრუტეში და „უბრალოდ აიღონ“ საწვავი.

„მივმართავ ყველა იმ ქვეყანას, რომელსაც ჰორმუზის სრუტის გამო რეაქტიული საწვავის მიღება არ შეუძლია, მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოს, რომელმაც უარი თქვა ირანის თავის მოკვეთაში მონაწილეობაზე, თქვენთვის რჩევა მაქვს: პირველი, იყიდეთ აშშ-სგან, ჩვენ ბევრი გვაქვს და მეორე, მოიკრიბეთ ცოტაოდენი გამბედაობა, წადით სრუტეში და უბრალოდ აიღეთ ის“, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ამ ქვეყნებს საკუთარი თავისთვის ბრძოლის სწავლა მოუწევთ.

„მოგიწევთ ისწავლოთ, როგორ იბრძოლოთ საკუთარი თავისთვის, აშშ აღარ იქნება იქ, რომ დაგეხმაროთ, ისევე როგორც თქვენ არ იყავით იქ ჩვენთვის. ირანი, ფაქტობრივად, განადგურებულია. რთული ნაწილი დასრულებულია. წადით და წამოიღეთ თქვენი ნავთობი!“, - წერს ტრამპი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა