Putin “not very happy” about Ukraine’s recent gains – Rutte
ნანუკა ჟორჟოლიანი - აქეთ ეს საქართველო და იქეთ ქოცები, აქეთ მხარეს ყოფნა ნებისმიერ პატიმრობად ღირს
Zelensky confirms Ukrainian strike on Russia's Yaroslavl oil refinery
Zelensky: Russia has lost over 145,000 troops in Ukraine war since start of year
War update: 253 combat clashes on front line over past day, fiercest fighting in Pokrovsk sector
U.S. Department of State approves sale of Hawk missile system equipment to Ukraine
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 880 over past day
Yermak says he believes in Ukrainian justice

„ოპოზიციის ალიანსი“ „ეროვნული მობილიზაციის“ ორ თვიან კამპანიას იწყებს

31.03.2026 ნახვები: 278

„ოპოზიციის ალიანსი“ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას იწყებს, რომელიც 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება და მისი სიმბოლური კულმინაცია იქნება 26 მაისი, როდესაც თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, „დიდი ხალხმრავალი აქცია გაიმართება“. ამის შესახებ ნათქვამია „ოპოზიციის ალიანსის“ განცხადებაში, რომელიც ბრიფინგზე საზოგადოებას „კოალიცია ცვლილების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ-გირჩი ჯაფარიძემ გააცნო.

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, უნდა გაზარდონ პირდაპირი, პირისპირი კომუნიკაცია მოქალაქეებთან, ამასთან, უნდა გაანეიტრალონ რეჟიმის პროპაგანდა.

„გაგაცნობთ „ოპოზიციის ალიანსის“ მიმართვას. 35 წლის წინ, დღევანდელ დღეს, 31 მარტს, საქართველოს მოქალაქეებმა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ჩატარებულ რეფერენდუმში გამოხატეს თავისი ურყევი ნება აღდგეს საქართველოს დამოუკიდებლობა, დამოუკიდებლობა, რომელიც ჯერ კიდევ 1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა.

ორივე ეს თარიღი, 31 მარტი და 26 მაისი, არის უმნიშვნელოვანესი თარიღები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ორივე დაკავშირებულია ქართველი ერის უმნიშვნელოვანეს გამოწვევასთან - სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხთან. ჩვენ გვჯერა, რომ დღესაც საქართველო იდენტური გამოწვევის წინაშე დგას.

სწორედ ამიტომ, დღეს, 31 მარტს, „ოპოზიციის ალიანსი“ ვაცხადებთ, რომ ვიწყებთ ერთობლივ - ეროვნული მობილიზაციის კამპანიას.

ეს არის ოპოზიციის ალიანსის ინიციატივა, მაგრამ ახლავე გვინდა ვთქვათ - ეს არ არის არც ამ 9 პარტიის და არც რომელიმე ცალკე აღებული პოლიტიკური ჯგუფის კამპანია. ეს არის საქმე, რომელიც ყველას გასაკეთებელია.

ჩვენი მიზნები ძალიან მარტივია:

პირველი - უნდა გავზარდოთ პირდაპირი, პირისპირი კომუნიკაცია მოქალაქეებთან. ხმა უნდა მივაწვდინოთ ჩვენს მოქალაქეებს - ყველგან, სადაც ისინი არიან.

მეორე - უნდა გავანეიტრალოთ რეჟიმის პროპაგანდა. იმიტომ, რომ დღეს ორი მთავარი იარაღი, რაც ამ რეჟიმს აქვს, არის ტყუილი და შიში.

მესამე - ის ბრაზი, პროტესტი და ცვლილების სურვილი, რომელიც უკვე წლებია არსებობს საზოგადოებაში, უნდა გადავაქციოთ რეალურ პოლიტიკურ ქმედებად.

მეოთხე - უნდა დავამარცხოთ შიში, რომელიც ამ რეჟიმმა წლების განმავლობაში მიზანმიმართულად დანერგა. და ბოლოს - უნდა გავზარდოთ პროტესტში ჩართული ადამიანების რაოდენობა, იმიტომ, რომ ცვლილება არ ხდება მხოლოდ საუბრით - ცვლილება ხდება, როცა ბევრი ადამიანი დგება ერთად. ზუსტად ისე, როგორც ეს მოხდა 35 წლის წინ, 31 მარტის რეფერენდუმზე.

ეს კამპანია გაგრძელდება 2 თვის განმავლობაში და მისი სიმბოლური კულმინაცია იქნება 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისში დაგეგმილი დიდი, ხალხმრავალი აქცია.

ჩვენთვის, საქმისთვის, გამარჯვებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩაერთონ სხვა პოლიტიკური თუ სამოქალაქო ჯგუფებიც, ისევე როგორც აქტიური მოქალაქეები.

გვინდა მადლობა ვუთხრათ ბრძოლისთვის ყველას, ვინც დღეს არის რეჟიმის ტყვეობაში; ვინც იყო ტყვეობაში და გათავისუფლდა; ვინც დღეს დგას თავისუფლების დაკარგვის რისკის წინაშე; ვინც აწამეს, მოწამლეს, ვისაც ფიზიკურად გაუსწორდნენ; ვინც დაკარგა სამსახური, ვისაც ცხოვრება დაუნგრიეს.

ყველას, ვინც ყოველდღე დგას რუსთაველზე, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორში, ჩხოროწყუში თუ სხვა ქალაქებში. ყველას, ვინც მონაწილეობას იღებს შაბათის მარშებში თბილისში.

ჩვენთვის პატივია, ვიყოთ ამ ბრძოლაში თქვენთან ერთად. ჩვენ არავის ვპირდებით მარტივ გზას. არავის ვპირდებით სასწაულებს. მაგრამ ერთი რამ ვიცით ზუსტად:

თუ არ ვიმოქმედებთ, არაფერი შეიცვლება. თუ ვიმოქმედებთ, რეჟიმის ცვლილება იქნება მხოლოდ დროისა და ფასის საკითხი. ამიტომ, ყველას გთავაზობთ აქტიურად ჩაერთოთ ამ კამპანიაში, ხოლო 2 თვის თავზე, 26 მაისს ყველანი კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ თბილისში“,- აღნიშნა ჯაფარიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა