ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

მარკო რუბიო - აშშ-ის გარეშე ნატო არ არსებობს

31.03.2026 ნახვები: 323

აშშ-ის გარეშე ნატო არ არსებობს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ „ალ-ჯაზირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, უღალატეს თუ არა აშშ-ს ევროკავშირისა და ნატო-ს ქვეყნებმა ირანთან დაკავშირებით გადამწყვეტ მომენტში, მარკო რუბიომ უპასუხა, რომ „ოპერაციის დასრულების შემდეგ პრეზიდენტს ამ ყველაფრის გადახედვა მოუწევს“.

„ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომაც არის ნატო აშშ-სთვის სასარგებლო, არის ის, რომ ის ბაზირების უფლებას გვაძლევს გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის. მაგრამ, საჭიროების დროს, როდესაც აშშ-მა ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესებისთვის სერიოზული საფრთხე გამოავლინა და ამ ოპერაციის ჩატარება საჭირო გახდა, არის ქვეყნები, როგორიც ესპანეთია, რომელიც ნატო-ს წევრია და რომლის დაცვის ვალდებულებაც აღებული გვაქვს, რომელმაც უარი გვითხრა საჰაერო სივრცის გამოყენებაზე და ამით დაიტრაბახა კიდეც. სხვა ქვეყნებმაც გააკეთეს იგივე. მე ნატო-ს დიდი მხარდამჭერი ვარ, მაგრამ, თუ ნატო მხოლოდ იმაზეა ორიენტირებული, რომ ევროპა ჩვენ დავიცვათ თავდასხმის შემთხვევაში, ხოლო შემდეგ ისინი უარს გვეუბნებიან ბაზირების უფლებაზე, როდესაც ეს ჩვენ გვჭირდება, მაშინ ეს არ არის კარგი გარიგება. ეს ყველაფერი უნდა გადაიხედოს“, - განაცხადა რუბიომ.

მისი თქმით, „თუ ხვალ აშშ ევროპიდან ჯარების გაყვანას გადაწყვეტს, მაშინ ეს ნატო-ს დასასრული იქნება“.

„ჩვენ ევროპაში ათიათასობით სამხედრო გვყავს განლაგებული და იქ აშშ-ს მილიარდობით დოლარის ღირებულების იარაღი აქვს. ეს ყველაფერი იქ ევროპის დასაცავად არის. აშშ-ის გარეშე ნატო არ არსებობს. ამას ყველა აცნობიერებს, მათ შორის ნატო. საბოლოოდ, ნატო ალიანსია და ალიანსი ნიშნავს, რომ ის ორმხრივად მომგებიანი უნდა იყოს. იმედია, რომ ამას გამოვასწორებთ“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა