ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

ბენიამინ ნეთანიაჰუ - ჩვენი მიზნების ნახევარზე მეტი შესრულებულია

31.03.2026 ნახვები: 329

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანთან ომში მიზნების ნახევარზე მეტი მიღწეულია, თუმცა ომის დასრულების ვადების დასახელება არ სურს. The Times of Israel-ის ინფორმაციით, პრემიერმა შესაბამისი განცხადება ამერიკულ მედიასთან საუბარში გააკეთა.

„ის ნამდვილად შუა გზას გასცდა. თუმცა, არ მინდა, გრაფიკი დავადგინო“, - განუცხადა ნეთანიაჰუმ Newsmax-ს და განმარტა, რომ ომი შუა გზას გასცდა არა დროის, არამედ მისიის თვალსაზრისით.

ნეთანიაჰუს თქმით, ომმა მიაღწია მიზანს, მათ შორის ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის „ათასობით“ წევრის ლიკვიდაციას. ასევე, ისრაელი და შეერთებული შტატები „ახლოს არიან ირანის იარაღის ინდუსტრიის დასრულებასთან“.

ნეთანიაჰუს თქმით, ფიქრობს, რომ ირანში არსებული „რეჟიმი შიგნიდან დაიშლება“.

„ვფიქრობ, ეს რეჟიმი შიგნიდან დაიშლება. თუმცა, ამ ეტაპზე ჩვენ უბრალოდ ვამცირებთ მათ სამხედრო შესაძლებლობებს, მათ სარაკეტო შესაძლებლობებს, მათ ბირთვულ შესაძლებლობებს და ასევე ვასუსტებთ მათ შიგნიდან“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა