მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას
ხატია დეკანოიძე: ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატების სამი მთავარი საკითხი პარტიების აკრძალვა, პოლიტიკური დევნა და სანქციები იქნება
ლაშა ფარულავა: თუ შუამავლის გარეშე სახელმწიფო მილიონებს ზოგავს, უნდა გაირკვეს, წლების განმავლობაში ეს ფული ვის რჩებოდა
თენგიზ აბლოთია: საქართველო თითქმის გაქრა ევროპის დღის წესრიგიდან, „ქართულ ოცნებას“ ეს რეალობა ხელს აძლევს
თბილისის პრობლემურ გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა იგეგმება
მარტა კოსი: საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა — რაც ახლა ხდება, გაფართოების ანგარიშში აისახება
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს

პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა

ნახვები: 379 პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მოწოდების ფაქტზე, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა.

აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს.

„გამოძიებით დადგენილია, მიმდინარე წლის 16 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ ღია სასამართლო სხდომაზე, ბაჩანა ახალაიამ სიტყვით სარგებლობისას საჯაროდ მოუწოდა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ.

ბაჩანა ახალიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ), რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ პროკურატურაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა