ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

ჯო უილსონი - თავისუფლების მხარდამჭერი ადამიანები დამწუხრებულები არიან ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ მიერ ირანის ტერორისტული რეჟიმის მხარდაჭერით

26.03.2026 ნახვები: 349

თავისუფლების მხარდამჭერი ადამიანები დამწუხრებულები არიან ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ მიერ ირანის ტერორისტული რეჟიმის მხარდაჭერით, - ამის შესახებ ამის შესახებ კონგრესმენმა, ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„თავისუფლების მხარდამჭერი ადამიანები დამწუხრებულები არიან ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ მიერ ირანის ტერორისტული რეჟიმის მხარდაჭერით. ჰადსონის ინსტიტუტის ანგარიში აღწერს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას თეირანის მიმართ, და პრეზიდენტ ტრამპის კრიტიკას. „ქართული ოცნების“ მარიონეტი პრემიერ-მინისტრი 2024 წელს ირანში ორჯერ იმყოფებოდა და „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ ლიდერებთან ერთად იდგა. 2025 წელს „ქართულმა ოცნებამ“ თანაგრძნობა გამოხატა აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპული ირანელი ტერორისტების მიმართ. ახლახან, 2 მარტს, „ქართულმა ოცნებამ“ სამძიმარი გამოთქვა ირანის უზენაესი მასობრივი მკვლელის, ხამენეის სიკვდილის გამო“, - განაცხადა უილსონმა.

მისი თქმით, „ქართველი ხალხი სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს იმსახურებს“.

„ქართველი ხალხი ომის დამნაშავე პუტინის მიერ გაყალბებულ არჩევნებს არ იმსახურებს, რომელიც თავის მაფიოზ თანამზრახველებს ხელისუფლებაში ნიშნავს. საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია“, - აღნიშნა ამერიკელმა კონგრესმენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა