გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა — სასამართლომ სუს-ის ყოფილი უფროსი ოთხივე ეპიზოდში დამნაშავედ ცნო
გოჩა მირცხულავა: ქვეყანაში, სადაც კულტურა არის გაყიდული, იქ კულტურის მინისტრის არსებობა ნონსენსია
გვარამია: ფონ დერ ლაიენმა საქართველო არც გაფართოების და არც შუა დერეფნის კონტექსტში ახსენა — პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
დათო გამცემლიძე „ნამახვანჰესზე“: 400-მილიონიანი კომპენსაცია ცალკე და ენგურჰესთან შესადარი გენერაცია — ცალკე
ფონ დერ ლაიენი: მალე წარვადგენთ სამოქმედო გეგმებს იმ კანდიდატი ქვეყნებისთვის, რომლებმაც ყველაზე მეტ პროგრესს მიაღწიეს
EU to launch new cooperation programs with Ukraine's defense industry – von der Leyen
Russian general who reported to Putin on capture of Kostiantynivka eliminated in Ukraine — “Madyar”
2027 draft budget: expenditures to rise 13.5%, international assistance needs estimated at $52.6 billion

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი მიმართვას ავრცელებს

ნახვები: 1492 „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი მიმართვას ავრცელებს
„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
 
მოგეხსენებათ, რომ წლების მანძილზე „სფერო ჰოლდინგში“ შემავალი ასოციაციებით ვებრძოდით მევახშეებს, ბანკებს და თაღლითებს. უფასოდ ვემსახურებოდით დაზარალებულ მოქალაქეებს და გამოსახლებას გადავარჩინეთ 1200 ოჯახი. ჰოლდინგის იურიდიულ გუნდს ბოლო პერიოდი ხელმძღვანელობდა სოფიკო პეტრიაშვილი, რომელიც უსაფუძვლოდ იქნა დაკავებული „სფერო ინვესტის“ საქმეზე, რაც წარმოადგენს გარკვეული ჯგუფების ინტერესს, რათა სრულ იზოლაციაში მოაქციონ „სფერო ჰოლდინგი“ და მის სისტემაში შემავალი ასოციაციები. ამის გამო, მევახშეებისაგან დაზარალებულები ვერ ღებულობენ მომსახურებას, გვიჩერდება კომპანიის საქმიანობა ხელოვნურად, კომპანია ვერ უხდის პერსონალს ხელფასებს და მომხმარებლებს თანხებს... თუმცა, შექმნილი გვაქვს აქტივი, 67 მილიონი ლარის ღირებულების უძრავი ქონების სახით, რომელიც ბევრად აღემატება ჯამურად 27 მილიონი ლარის ფინანსურ ვალდებულებას. ხელოვნურად შექმნილი პრობლემის გამო, დროებით ვერ ვახერხებთ ადვოკატებისათვის ჰონორარის გადახდას და დარჩენილი ვართ იურიდიული მომსახურების გარეშე. შეგვიჩერეს ტელევიზიის საქმიანობაც...
ამ ეტაპზე კომპანიას ესაჭიროება სისხლის სამართლის ადვოკატები, რათა ეფექტურად დაიცვან კომპანიის, მისი დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის ინტერესები.
გარდა ამისა, საზოგადოებაში შექმნილი საინფორმაციო ვაკუუმის გამო საჭიროა საინფორმაციო კამპანია, ბრიფინგებისა და პრესკონფერენციების გამართვა, რათა საზოგადოებას ქონდეს სრული ინფორმაცია მიმდინარე მოვლენებზე.
მივმართავთ სისხლის სამართლის მოქმედ და დამწყებ ადვოკატებს და უფლებადამცველ ორგანიზაციებს, გაუწიონ სამართლებრივი მომსახურება „სფერო ჰოლდინგს“ და მის ხელმძღვანელ პირებს და ერთად გადავარჩინოთ პირველი ქართული საინვესტიციო კომპანია.
 
„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი მოთავსებულია გლდანის N8 დაწესებულებაში და მასთან ვიზიტი შეუძლია ნებისმიერ სისხლის სამართლის ადვოკატს, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე - გიგა (გივი) წულეისკირი პირადი N 39001007842.
ველით თქვენ მხარდაჭერას!
არავის მივცეთ კომპანიის განადგურების უფლება!
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა