Putin “not very happy” about Ukraine’s recent gains – Rutte
ნანუკა ჟორჟოლიანი - აქეთ ეს საქართველო და იქეთ ქოცები, აქეთ მხარეს ყოფნა ნებისმიერ პატიმრობად ღირს
Zelensky confirms Ukrainian strike on Russia's Yaroslavl oil refinery
Zelensky: Russia has lost over 145,000 troops in Ukraine war since start of year
War update: 253 combat clashes on front line over past day, fiercest fighting in Pokrovsk sector
U.S. Department of State approves sale of Hawk missile system equipment to Ukraine
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 880 over past day
Yermak says he believes in Ukrainian justice

მიხეილ სააკაშვილი - ბიძინა ივანიშვილს ორი ადამიანი - პატრიარქი და მე ვეზიზღებოდით

23.03.2026 ნახვები: 302

ბიძინა ივანიშვილს ორი ადამიანი - პატრიარქი და მე ვეზიზღებოდით, პატრიარქი განსაკუთრებით - ივანიშვილი საუბარს ყოველთვის იწყებდა და ამთავრებდა პატრიარქის ლანძღვით, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიზანი ქართული ეკლესიის განადგურებაა.

„გუშინ, ქართულ მიწას ჩვენი სულიერი მამა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მიაბარეს. ის იყო ჩვენი იდენტობის ნაწილი და ძალიან მნიშვნელოვანი მოღვაწე, ასევე ჩემი მეგობარი.

გუშინ, გასვენებაში იყო ფარისევლების შემოსევა. ივანიშვილს ორი ადამიანი - პატრიარქი და მე ვეზიზღებოდით, პატრიარქი განსაკუთრებით. ივანიშვილი საუბარს ყოველთვის იწყებდა და ამთავრებდა პატრიარქის ლანძღვით.

გუშინ რაღაც სიტყვა დაუწერეს. პატრიარქს ბოლო წლები ივანიშვილმა ჯოჯოხეთად უქცია. ჯერ ე.წ. „ციანიდის“ სკანდალი აუგორეს, რომელიც სპეცოპერაცია იყო. ამ ამბის შემდეგ პატრიარქი სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ივანიშვილმა საპატრიარქოში დაუნიშნა მაყურებელი. შემდეგ იყო „კრებსების“ სკანდალი, სადაც აღმოჩნდა, რომ პატრიარქს უსმენდნენ, ეს წარმოუდგენელია. ჩემს დროს სპეცსამსახურები ახლოს არ ეკარებოდნენ და უკიდურესად ფრთხილები იყვნენ ეკლესიის საკითხებში. ეს სფერო სრულიად ხელშეუხებელია. ესენი მთელი აზარტით და აქტიურად უსმენენ. პატრიარქი მოაქციეს სრულ იზოლაციაში. ამის უამრავი მაგალითი მაქვს, პრაქტიკულად მისი სახელით ჩადიოდნენ იმას, რაც მათ სურდათ და რუსებს.

ახლა ამ სპეცოპერაციის საბოლოო ეტაპი დგება - ეკლესიის განადგურება, რადგან საქართველოს ეკლესია არის, ქვეყნის იმუნიტეტის მნიშვნელოვანი ნაწილი და თუ ქართულ ეკლესიას გაანადგურებ, ასევე ანადგურებ ერის იდენტობასა და იმუნიტეტს. ივანიშვილისთვის ნებისმიერი ინსტიტუტი მიუღებელია - სახელმწიფო და ეკლესიის ავტორიტეტი ქვეყანაში. არსებობს მხოლოდ პუტინი, ის და მისი კერძო საკუთრება.

პატრიარქის ანდერძიც ალბათ სადღაც გააქრეს, სუს-ში პატრიარქის გარდაცვალებიდან 2 საათში შეიქმნა შტაბი, მეუფეები გადანაწილებულები ჰყავთ. მზადდება ეკლესიაში ეგზარქოსის დასმა და ეკლესიის განადგურება.

მე ახლა მოვაწერ ხელს მიმართვას, რომ მისი კანონიზაცია დაიწყოს და მისი წმინდანად გამოცხადების პროცესი.

მადლობა გიულის [გიული ალასანია], რომ ბლოკადა გაარღვია და მივიდა პატრიარქის გასვენებაში. მე და გიული ბოლოჯერ 2017 წელს ვიყავით პატრიარქთან, ბერლინში, საავადმყოფოში. მიმეორებდა - „ბატონო მიხეილ დაბრუნდი უკან, დაბრუნდი უკან“ და დავბრუნდი და ხმა არ ამოაღებინეს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა