უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი კიევში დაკრძალეს
ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს
მსოფლიო პატრიარქი - სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი, მკვდარი ცოცხალია
მეუფე შიო - 49 წლის განმავლობაში ჩვენმა პატრიარქმა ბეწვის ხიდზე მამამთავრული სიბრძნით ატარა ჩვენი ქვეყანა და მრავალ განსაცდელს გადაარჩინა
მსოფლიო პატრიარქი - განვლილი დროის ღირსეულ კათოლიკოსთაგან ვერავინ ისე ვერ გააიგივა თავისი სახელი საქართველოსთან, ეკლესიასთან, ერთან, მშვიდობისმყოფელთან იმგვარად, როგორც ილია მეორემ
მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი სამების საკათედრო ტაძარში მივიდა
სამებიდან სიონის ტაძრამდე სამხედროებისგან შემდგარი სპეციალური კორიდორია მოწყობილი
მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I საქართველოშია

მეუფე ზენონი - საქართველოს ეკლესიას და სახელმწიფოს პრობლემები რუსეთის მიზეზით აქვს

22.03.2026 ნახვები: 221

საქართველოს ეკლესია ახლა ვერანაირ პროცესში ვერ მიიღებს მონაწილეობას - სად აქვს მას რესურსი, რომ მოსკოვსა და კონსტანტინოპოლს შორის ურთიერთობა დაალაგოს, - ამის შესახებ სამებასთან მთავარეპისკოპოსმა მეუფე ზენონ იარაჯულმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რომელიც რუსეთიდან ჩამოსულ დელეგაციასა და მსოფლიო პატრიარქის ურთიერთობაში საქართველოს როლს შეეხებოდა.

როგორც მეუფემ აღნიშნა, პატრიარქი ძალიან აფასებდა მსოფლიო პატრიარქთან და მსოფლიო ეკლესიასთან ურთიერთობას.

„საქართველოს ეკლესია ახლა ვერანაირ პროცესში ვერ მიიღებს მონაწილეობას. სად აქვს მას რესურსი, რომ მოსკოვსა და კონსტანტინოპოლს შორის ურთიერთობა დაალაგოს. მსოფლიო პატრიარქი არის ფიგურა, რომელსაც აქვს მსოფლიოში თავისი ადგილი და ავტორიტეტი. მას აქვს თავისი სამოციქულო მოღვაწეობის პასუხისმგებლობა და ვალდებულება. ძალიან უყვარდა და დიდ პატივს სცემდა პატრიარქს. საქართველოს ძალიან დიდი გულშემატკივარია და იმის მიუხედავად, რომ ქართული მხარიდან ზოგჯერ დაბრკოლებები იქმნებოდა, ის ყოველთვის თავის სიმაღლეზე იყო. პატრიარქი ძალიან აფასებდა მსოფლიო პატრიარქთან და მსოფლიო ეკლესიასთან ურთიერთობას. ამაზე არაერთხელ გვქონია ვრცელი საუბარი“, - განაცხადა მეუფე ზენონმა.

კითხვაზე, რა გზავნილია რუსეთის პატრიარქის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველოში ბელარუსის ეგზარქოსი ჩამოსულიყო და სცადა თუ არა, რომ ამ ფორმით თავი აერიდებინა მსოფლიო პატრიარქთან შეხვედრას, მეუფე ზენონმა უპასუხა, რომ საქართველოს ეკლესიას და სახელმწიფოს პრობლემები აქვს სწორედ რუსეთის მიზეზით და რუსეთის პატრიარქი აქ „რატომ ჩამოვიდოდა?“

„[რუსეთის პატრიარქი] რატომ ჩამოვიდოდა? კითხვა ასე უნდა დავსვათ. საქართველოს ეკლესიას და სახელმწიფოს პრობლემები აქვს რუსეთის მიზეზით. აფხაზეთში და ოსეთში რომელი საპატრიარქოს იურისდიქცია ვრცელდება? საქართველოსი?“ - განაცხადა მეუფე ზენონმა.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა დასვენებული, ახლა წირვა მიმდინარეობს, რომელსაც სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღასრულებს.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

პატრიარქს დღეს, 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ. როგორც ცნობილია, ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი, ბართლომე დაესწრება.

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია II ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში 18 მარტს დაასვენეს. მას შემდეგ პანაშვიდებზე მოქალაქეთა ნაკადი არ წყდებოდა. მისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარი ღია იყო 24 საათის განმავლობაში. მოქალაქეები ილია მეორესთვის პატივის მისაგებად ტაძრის ეზოში ღამესაც ათენებდნენ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა