ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

უკრაინამ თითქმის 400 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიბრუნა

21.03.2026 ნახვები: 331

მას შემდეგ, რაც რუსეთმა „სთარლინკზე“ წვდომა დაკარგა, უკრაინამ თითქმის 400 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიბრუნა, – ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“ წერს.

გამოცემის მიხედვით, უკრაინულმა ჯარებმა ყველაზე დიდი ტერიტორიულ წინსვლას ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში სწორედ მას შემდეგ მიაღწიეს, რაც რუსულმა ძალებმა ილონ მასკის SpaceX-ის თანამგზავრულ ინტერნეტქსელზე წვდომა დაკარგეს.

„„სთარლინკის“ გარეშე ისინი ფაქტობრივად ცივი ომის ეპოქის კომუნიკაციებს დაუბრუნდნენ“, – განაცხადა ერთ-ერთმა უკრაინელმა სამხედრო ოფიცერმა.

ანალიტიკოსების შეფასებით, ამ დროიდან უკრაინამ ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებში დაახლოებით 380 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიბრუნა. მათი თქმით, კომუნიკაციების დაკარგვამ მნიშვნელოვნად შეამცირა რუსული დრონების ეფექტურობა.

„სწრაფი კოორდინაციის არარსებობის გამო რუსებს არ შეეძლოთ სამიზნე კოორდინატების სწრაფად გადაცემა დანაყოფებს შორის. Starlink-ის დაკარგვის შემდეგ ისინი იძულებულნი გახდნენ, რადიოკავშირზე გადასულიყვნენ, რომლის ჩაჭრაც უკრაინულმა ძალებმა აქტიურად დაიწყეს“, – წერს „უოლ სთრით ჯორნლი“.

ამასთან, უკრაინელი სამხედროების შეფასებით, რუსული ძალების კოორდინაციის დონე მხოლოდ დაახლოებით 60%-მდე აღდგა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა