Putin “not very happy” about Ukraine’s recent gains – Rutte
ნანუკა ჟორჟოლიანი - აქეთ ეს საქართველო და იქეთ ქოცები, აქეთ მხარეს ყოფნა ნებისმიერ პატიმრობად ღირს
Zelensky confirms Ukrainian strike on Russia's Yaroslavl oil refinery
Zelensky: Russia has lost over 145,000 troops in Ukraine war since start of year
War update: 253 combat clashes on front line over past day, fiercest fighting in Pokrovsk sector
U.S. Department of State approves sale of Hawk missile system equipment to Ukraine
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 880 over past day
Yermak says he believes in Ukrainian justice

"ოცნების" ინიციატივა, რომლითაც 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების განბაჟება ძვირდება, პარლამენტში ინიცირებულია

16.03.2026 ნახვები: 308

პარლამენტში ინიცირებულია მმართველი გუნდის ინიციატივა, რომლითაც 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების განბაჟების საფასური ძვირდება.

მსუბუქი ავტომობილების დაბეგვრის წესის ცვლილება “საგადასახადო კოდექსში“ აისახება. მასთან ერთად ცვლილება “საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში შედის. ორივე პროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა და მას დაჩქარებული წესით განიხილავენ.

პროექტის მიხედვით, აქციზის განაკვეთი 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვის განისაზღვრება ძრავის მოცულობის 1სმ3-ზე 1.5 ლარის ოდენობით, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის აქციზის განაკვეთი განისაზღვრება 1სმ3-ზე 4.5 ლარის ოდენობით.

ასევე იცვლება კლასიკური ავტომობილის კრიტერიუმი და მასთან დაკავშირებული ასაკობრივი ზღვარი. კერძოდ, კლასიკურ ავტომობილად ჩაითვლება ავტომობილი, რომლის წლოვანება 30 წელს აღემატება, ნაცვლად კანონით გათვალისწინებული 40 წლისა.

საკანონმდებლო პაკეტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს გადაეცა.

ცვლილებების ავტორი და ინიციატორი არიან პარლამენტის წევრები: პაატა კვიჟინაძე, ირაკლი ხელაძე, ბეჟან წაქაძე, გიორგი ბარვენაშვილი, ლევან მაჭავარიანი, ზურაბ რურუა და ილია ინჯია.

ცნობისთვის, დღევანდელი ტარიფებით, 6 წელზე მეტი ხნის წინ გამოშვებული ავტომობილების განბაჟებისთვის ძრავის ერთი კუბური სანტიმეტრი 0.8 ლარის აქციზით იბეგრება. მთავრობის ცვლილებით ტარიფი 4.5 ლარამდე იზრდება, რაც აქციზის 5.6-ჯერ გაზრდას ნიშნავს.შედეგად, თუ ავიღებთ 6 წელზე მეტი წლოვანების (პირობითად 2019-წლიანი) ბენზინის, 2.0 (2000 კუბური სანტიმეტრი) მოცულობის ძრავიან ავტომობილს, ახლა მისი განბაჟება საშუალოდ 1 600 ლარი ჯდება, ცვლილების შემდეგ კი 9 000 ლარი დაჯდება.1.0-ძრავიანი თუ მანამდე 800 ლარი ჯდებოდა, ახლა მხოლოდ განბაჟების თანხა 4 500 ლარი იქნება;1.5-ძრავიანი ახლა 1 875 ლარი ჯდება, განახლებული ტარიფით 6 750 ლარი დაჯდება;3.0-ძრავიანის განბაჟების გადასახადი 2400 ლარის ნაცვლად, 13 000 ლარი იქნება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა