Putin “not very happy” about Ukraine’s recent gains – Rutte
ნანუკა ჟორჟოლიანი - აქეთ ეს საქართველო და იქეთ ქოცები, აქეთ მხარეს ყოფნა ნებისმიერ პატიმრობად ღირს
Zelensky confirms Ukrainian strike on Russia's Yaroslavl oil refinery
Zelensky: Russia has lost over 145,000 troops in Ukraine war since start of year
War update: 253 combat clashes on front line over past day, fiercest fighting in Pokrovsk sector
U.S. Department of State approves sale of Hawk missile system equipment to Ukraine
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 880 over past day
Yermak says he believes in Ukrainian justice

„ოპოზიციური ალიანსი“ - ვიწყებთ აქტიურ კომუნიკაციას საფრანგეთთან, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს

16.03.2026 ნახვები: 305

ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში ჩაწერილი კონკრეტული ინიციატივები მოქმედებაში მოვიდეს, - ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსი“ აცხადებს, რა პოზიციაც დღეს გამართულ ბრიფინგზე, პარტია „დროას” წარმომადგენელმა გიგა ლემონჯავამ გაახმოვანა.

ალიანსმა საზოგადოებას კონკრეტული ინიციატივები გააცნო, რა მიმართულებითაც იმუშავებენ.

ლემონჯავას თქმით, „ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ივანიშვილმა დაასრულოს ისე, როგორც ბევრ სხვა ავტოკრატ, სისხლიან დიქტატორს დაუსრულებია ჰააგის ტრიბუნალის ბრალდებულის სკამზე“.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშმა ფუნდამენტურად შეცვალა ვითარება. ეს არის აბსოლუტურად ახალი საერთაშორისო რეალობა. ბუნებრივია, რომ ოპოზიციის ალიანსს აქვს ახალი პასუხისმგებლობები ამ რეალობაში. თუ აქამდე საერთაშორისო საზოგადოებისთვის ივანიშვილის რეჟიმი იყო უბრალოდ არალეგიტიმური, დღეს ეს რეჟიმი არალეგიტიმურთან ერთად უკვე არის ბრალდებული რეჟიმი. ამიტომ, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში ჩაწერილი კონკრეტული ინიციატივები მოქმედებაში მოვიდეს, მათ შორის დღეს საზოგადოებას გვინდა მოვუყვეთ 4 ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივის შესახებ. იმ პასუხისმგებლობის შესახებ, რომელსაც ჩვენ მომავალი 1 თვის განმავლობაში გავაკეთებთ: პირველი, არის კონკრეტული მითითება ანგარიშში, რომ გაერო-ს უმაღლესი წარმომადგენელი ადამიანის უფლებებში უნდა დაინტერესდეს საქართველოში არსებული რეალობით. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს და ვაგრძელებთ ძალიან აქტიურ კოორდინაციას გაერო-ს უმაღლეს წარმომადგენელთან, მათ შორის საქართველოში მათი წარმომადგენლების მეშვეობითაც გავაკეთებთ ამას იმისთვის, რომ მან განახორციელოს საკუთარი მანდატი. გაერო-ს უმაღლეს წარმომადგენელს ადამიანის უფლებებში აქვს ადგილზე ვითარების ინსპექტირების უფლებამოსილება.

ჩვენ მომავალი 1 თვის განმავლობაში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მან ეს მანდატი განახორციელოს. მეორე, არის ქიმიური იარაღის პრევენციის ორგანიზაცია და „მოსკოვის მექანიზმში“ არსებული კონკრეტული მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ ე.წ. ხელისუფლებამ უნდა ითანამშრომლოს ამ ორგანიზაციასთან ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტის გამოძიებასთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ის ხალხი, ვინც საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა, ამ თანამშრომლობაში არ შევა. ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ აქტიურ კოორდინაციას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის, რომ მათ მიმართონ ქიმიური იარაღის პრევენციის საერთაშორისო ორგანიზაციას, რომ მან დაიწყოს გამოძიება საკუთარი წესდების შესაბამისად. ეს არის საგამოძიებო პროცესი, რომელზეც ვერავითარი გავლენა რეჟიმს ვერ ექნება. მესამე, არის უნივერსალური იურისდიქციის მქონე სახელმწიფოები. კონკრეტულ სახელმწიფოებს აქვთ უფლებამოსილება, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი კონკრეტული დანაშაულები ეროვნულ დონეზე გამოიძიონ. ძალიან მნიშვნელოვანია საფრანგეთის მიმართულება, რადგან ბიძინა ივანიშვილი არის საფრანგეთის მოქალაქე. ჩვენ ვიწყებთ ძალიან აქტიურ კომუნიკაციას საფრანგეთის საგამოძიებო სტრუქტურებთან, მათ შორის პროკურატურასთან იმისთვის, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ გამოძიება სისტემური წამების, ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტთან დაკავშირებით დაიწყოს ეროვნულ დონეზე, ცალკეულ ქვეყნებში, მათ შორის საფრანგეთში. მეოთხე, არის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო. მას შემდეგ, რაც ლუკაშენკოსა და მისი რეჟიმის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისმა გამოძიება დაიწყო, სავსებით რეალისტურია, რომ ივანიშვილის რეჟიმის შემთხვევაშიც ზუსტად ეს მოხდეს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ივანიშვილმა დაასრულოს ისე, როგორც ბევრ სხვა ავტოკრატ, სისხლიან დიქტატორს დაუსრულებია ჰააგის ტრიბუნალის ბრალდებულის სკამზე“, - განაცხადა ლემონჯავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა