ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

თამარ ჩერგოლეიშვილი - რეჟიმთან მოლაპარაკებები აუცილებლად დაიწყება, ოღონდ ძალაუფლების გადაბარებაზე და არა რეჟიმის გადარჩენაზე

16.03.2026 ნახვები: 313

რეჟიმთან მოლაპარაკებები აუცილებლად დაიწყება. ოღონდ დაიწყება ძალაუფლების გადაბარებაზე და არა რეჟიმის გადარჩენაზე. „ლელო“ ნაღდად არ იქნება ამ დიალოგის ინიციატორი,- ასე ეხმაურება პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი „ლელო-ძლიერი საქართველოს“ განცხადებას, რომ „აუცილებელია დაიწყოს პოლიტიკური მოლაპარაკებები „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის“.

როგორც თამარ ჩერგოლეიშვილი წერს, „ამ დიალოგის ინიციატორი იქნება ქართველი ხალხი, რომელიც რეჟიმს სხვა გზას არ დაუტოვებს“.

კერძოდ, „ლელო-ძლიერმა საქართველომ“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „აუცილებელია გადაილახოს ურთიერთდაპირისპირების - ურთიერთგანადგურების დამანგრეველი ლოგიკა და დაიწყოს პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები „ქართულ ოცნებასა” და იმ ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვეს, მიუხედავად არჩევნების არადემოკრატიულად ჩატარებისა და „ქართული ოცნების“ მხრიდან ოფიციალური შედეგებით რეალობის გაყალბებისა“.

განცხადების თანახმად, არსებული „პოლიტიკური კრიზისიდან“ მშვიდობიანი, დემოკრატიული და სახელმწიფოებრივი გამოსავალი არის შეთანხმება ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების გამართვაზე. ამის პარალელურად ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის შემცირების მიზნით, „აუცილებელია პოლიტპატიმრების გათავისუფლება”.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა