Reuters - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო
ლევან ხაბეიშვილი - ბიძინა ივანიშვილი არის ვამპირი, მიდის და კბენს - ვამპირს ეშინია დღის სინათლის, ამიტომ საქართველოში უნდა გათენდეს
კაია კალასი - აშშ-ს ევროპის გაყოფა სურს - მათ ევროკავშირი არ მოსწონთ
შსს - კახეთში მამაკაცს თანხის გამოძალვის მიზნით პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
Reuters - ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ირანის მიერ მხარდაჭერილმა ერაყულმა დაჯგუფებამ აიღო
ეუთო-ს 24 წევრი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, სრულად შეასრულოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციები
თენგიზ აბლოთია: ქოციზმის ნათელი გამოვლინება - ყველაფერი უნდა გაკონტროლდეს
ნიკოლ ფაშინიანი - ევროპარლამენტში ჩემი წუხილი გამოვთქვი - ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა

ლევან ხაბეიშვილი - ბიძინა ივანიშვილი არის ვამპირი, მიდის და კბენს - ვამპირს ეშინია დღის სინათლის, ამიტომ საქართველოში უნდა გათენდეს

13.03.2026 ნახვები: 219

ბიძინა ივანიშვილი არის ვამპირი, მიდის და კბენს. ვისაც ეკარება, ყველას წოვს სისხლს და ყველას აქცევს ვამპირად. ვამპირს ეშინია დღის სინათლის და მზის შუქის, ამიტომ საქართველოში უნდა გათენდეს იმისთვის, რომ ეს ბოროტება დამთავრდეს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ის ასევე ეუთოს მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიშის გამოქვეყნებას გამოეხმაურა.

ხაბეიშვილის თქმით, ეს დოკუმენტი „გართობა არაა“.

„მოსკოვის მექანიზმის“ ამუშავებასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომელიც პირდაპირ არის მიბმული პოლიტპატიმრების, „სინდისის პატიმრების“ საკითხზე, ამ ქვეყანაში უსამართლობაზე, მათ შორის, ჩემს პირად საქმესთან დაკავშირებით აბსოლუტურ შემხებლობაშია.

საზოგადოებას უნდა ესმოდეს, მათ შორის, იმ ადამიანებს, რომლებიც წარმოადგენენ ძალოვან უწყებას, სასამართლოს, პროკურატურას, ძალიან მძიმე დღეები უდგას სახელმწიფოს. „მოსკოვის მექანიზმი“ ეს არ არის რეზოლუცია, რომელიც შეგონებაა, არამედ ეს არის სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც საბოლოო ჯამში, აუცილებლად ამოქმედდება იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც რეჟიმს ემსახურებიან. თუ ვინმეს ჰგონია, რომ დიდ ბრიტანეთზე შეუძლია იქირქილოს, რომელიც თურმე აღარც დიდი იქნება და აღარც ბრიტანეთი, დასცინოს ამერიკის შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთს, ვინმეს თუ სერიოზულად წარმოუდგენია რომ შარმანაშვილს, ვოლსკის შეუძლია აგდებულად საუბრობდეს საფრანგეთზე, პოლონეთზე, გერმანიაზე, ლიეტუვაზე, ლატვიაზე... „მოსკოვის მექანიზმი“ არაა გართობა. ბატონო მოსამართლე, უნდათ გამასამართლონ, გდდ-ს თანამშრომლებმა თავი შეურაცხყოფილად რომ იგრძნეს, რომელთაც მოვუწოდებდი, ხალხი არ დალეწოთ-მეთქი, ჩემი წამება კი 27 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ეს ხალხი უნდა წარმოადგინონ სასამართლოში, რომლებიც ბრალს მე დამდებენ და სად არიან ის გდდ-ს თანამშრომლები? ამავე რეჟიმის პირობებში დაზარალებულად ვარ ცნობილი.

პარლამენტის ტრიბუნიდან მოვყევი ამის შესახებ, ამ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. გდდ-ს თანამშრომლებმა უნდა თქვან, როგორ გაბედა ხაბეიშვილმა რომ თქვა, ხალხს თავყბა არ დაამტვრიოთო. ამის გამო უნდა გამასამართლონ, ეს აღარაა პოლიტიკური განცხადებები, ეს პირდაპირ დაწერა ეუთომ, რომ ეს არის ადამიანების სისტემური წამება. მინდა ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრო, სადაც ადამიანებს სასამართლოში მოსვლა არ შეეშინდებათ. ეს მექანიზმი კონკრეტული უწყებების გაფრთხილებაა. თქვენ ადამიანების ბედს წყვეტთ, ეს სახუმარო ამბავი არ არის.... რაც ქვეყანაში ხდება, ჩემი გულისტკივილია.... ეს ხალხი რომ მოვა, არ ვიცი, თვალებში როგორ უნდა ჩამხედონ, 9-დან 11-მდე მელოდება, იქნებ ეს ადამიანებიც მონაწილეობდნენ საერთოდ ჩემს წამებაში? თან ვერც ვერაფერს მაბრალებენ, თავი შეურაცხყოფილად იგრძნესო, ვაიმე დედა, გული გამისკდა, გდდ-ს თანამშრომლებმა რომ შეურაცხყოფილად იგრძნეს თავი, მე აგერ სამარტოო საკანში ვარ გამოკეტილი... ფარცხალაძეზე რომ თქვა ამერიკამ რუსეთის აგენტიაო, მთელი ხელისუფლება გადაეფარა. თქვენ გგონიათ, რომ ბრიტანეთის და ამერიკის სადაზვერვო სამსახურები სასაცილო არის ზარქუასი?.. მინდა ჩემს მეგობრებს ვთხოვო, ჩვენს ებრაელ ძმებს, ისრაელს გადასცენ აბსოლუტური მხარდაჭერა და სოლიდარობა. ისრაელს არ აქვს უფლება თავი დაიცვას?...

ბიძინა ივანიშვილი არის ვამპირი, მიდის და კბენს. ვისაც ეკარება, ყველას წოვს სისხლს და ყველას აქცევს ვამპირად. ვამპირს ეშინია დღის სინათლის და მზის შუქის, ამიტომ საქართველოში უნდა გათენდეს იმისთვის, რომ ეს ბოროტება დამთავრდეს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ედავებიან, რომ უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდება განახორციელა.

ხაბეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.

ამასთან, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა