ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

მარკეტა გრეგოროვა - ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში

12.03.2026 ნახვები: 309

ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს, არ მადარდებს თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს ამას, დანარჩენი 25 წევრი ქვეყანა? რა უშლის მათ ხელს? - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა.

“პარტია “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას, დაკავება და დაპატიმრება საქართველოს დემოკრატიული ვარდნის კიდევ ერთი ნაბიჯია. ელენე მმართველი პარტიის წინააღმდეგ პროტესტის მესიჯების დაწერისთვის დააკავეს და ახლა ციხეში წლების გატარების წინაშეა, თუ გაამტყუნებენ. ის ერთ-ერთია მრავალ ადამიანთაგან, ვინც პოლიტიკურად მოტივირებული პროცესების ნაწილია", - აღნიშნა მან.

ევროპარლამენტარი გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტში ბოლოს მიღებულ კანონებსაც და განაცხადა, რომ ის "საბაზისო აქტივიზმსა და სამოქალაქო საზოგადოებას კრძალავს" ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით მათ, ვინც პასუხისმგებლები არიან. და არ მადარდებს თუ ორი წევრი ქვეყანა ბლოკავს საბჭოში. დანარჩენი 25 წევრი ქვეყანა? არ შეუძლიათ მათ სანქციების შემოღება? რა უშლის მათ ხელს?

წინააღმდეგ შემთხვევაში სიჩუმე და უმოქმედობა მხოლოდ აძლიერებს ანტიდემოკრატიულ ძალებს და სახიფათო სიგნალს აგზავნის, რომ კანდიდატ ქვეყანაში მოქალაქეების რეპრესირება პასუხის გარეშე შეიძლება”,- განაცხადა გრეგოროვამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა