გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას აქვს „კარტები“ და ყველა ხვდება ამას

ნახვები: 301 ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას აქვს „კარტები“ და ყველა ხვდება ამას

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას ახლა აქვს „კარტები“, რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ ამოქმედებული უკრაინული სამხედრო და საწარმოო ობიექტების წყალობით.

ირლანდიელ ბლოგერ კეილინ რობერტსონთან ინტერვიუში ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა იმ ფაქტზე, რომ აშშ-მა დახმარებისთვის კონკრეტულად უკრაინას მიმართა და არა საფრანგეთს ან გერმანიას და ასევე „უარი თქვა ბრიტანულ ავიამზიდზე“.

კითხვაზე, როგორ გრძნობს თავს არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, ზელენსკიმ უპასუხა: „კარგად“.

„ახლა ეს ჩვენი ჯარისკაცების, შესანიშნავი ადამიანების და იმ სხვადასხვა პროდუქციის დიდი რაოდენობის დამსახურებაა, რომლის წარმოებაც ომის დაწყებიდანვე გავზარდეთ. ახლა მაღალ დონეზე ვართ. ამერიკელებმა გვთხოვეს და, რა თქმა უნდა, ვამაყობ, რომ შეგვიძლია დავეხმაროთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინას აქვს „კარტები“, რომლებიც აქამდე არ გამოუჩენია.

„ვფიქრობ, ერთი წლის წინაც მქონდა, მაგრამ არ გამოგვიჩენია. ახლა კი ყველა ხვდება, რომ გვაქვს. დიახ, ეს სიმართლეა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინისთვის მშვიდობიანი დრო მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მისი მოკავშირეები მზად იქნებიან მხარდაჭერისთვის და ასევე მნიშვნელოვანია, რამდენად მზად არიან მოკავშირეები უკრაინის მხარდასაჭერად და რამდენად სწრაფად განხორციელდება ეს მხარდაჭერა.

„ყველამ სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ. ეს იგივეა, რაც სირენის შემთხვევაში, როცა რაკეტები და „შაჰედები“ გიტევენ, თუ სწრაფად არ იმოქმედებ საკუთარი თავის დასაცავად, განადგურდები. იგივეა ამ ომშიც, იგივეა პუტინთან დაკავშირებით. ის უნდა შეჩერდეს. სწრაფი მოქმედებაა საჭირო“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, იანვარში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის უკრაინის ლიდერის, ვოლოდიმირ ზელენსკის ერთადერთი „კოზირი“ იყო და რომ მის გარეშე „სრული კატასტროფა“ მოხდებოდა.

„მას არანაირი „კარტი“ არ აქვს. არანაირი „კარტი“ არ ჰქონია [რუსეთის შეჭრის] პირველივე დღიდან“, - აღნიშნა ტრამპმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა