ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

POLITICO - უკრაინა დაფინანსებას მიიღებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ უნგრეთი და სლოვაკეთი 90 მილიარდი ევროს სესხის დაბლოკვას გააგრძელებენ

11.03.2026 ნახვები: 315

უკრაინა ევროკავშირის ქვეყნებისგან დაფინანსებას მაშინაც კი მიიღებს, თუ უნგრეთი და სლოვაკეთი დაპირებული 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის დაბლოკვას გააგრძელებენ, - ინფორმაციას POLITICO ორ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ევროკავშირის ლიდერები მომავალ კვირას ბრიუსელში სამიტზე შეიკრიბებიან და შეეცდებიან, უნგრეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრები, ვიქტორ ორბანი და რობერტ ფიცო, სესხის დამტკიცების შესახებ უკრაინისთვის მიცემული დაპირების შესრულებაში დაარწმუნონ.

მოლაპარაკებებთან დაკავშირებულმა ორმა დიპლომატმა გამოცემას განუცხადა, რომ თუ ორბანი და ფიცო უკან არ დაიხევენ, ბალტიის და სკანდინავიის ქვეყნებს აქვთ გეგმა, რომ უკრაინას წლის პირველი ნახევრისთვის საკმარისი თანხა მისცენ.

POLITICO-ს წყარომ განუცხადა, რომ მიმდინარეობს განხილვა 30 მილიარდ ევროსთან დაკავშირებით და რადგან ეს ორმხრივი სესხები იქნება, დასამტკიცებლად ევროკავშირის თანხმობა საჭირო არ იქნება.

გარდა ამისა, ნიდერლანდების ფინანსთა მინისტრმა ელკო ჰაინენმა სამშაბათს განაცხადა, რომ მისი მთავრობა კიევისთვის ორმხრივი დახმარების სახით 2029 წლამდე წელიწადში 3.5 მილიარდი ევროს გამოყოფას უზრუნველყოფს.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უნგრეთთან მსგავსი სახის სირთულეებს ვაწყდებით. ჩვენ ამ სესხს, ამა თუ იმ გზით, მაინც გავცემთ“, - განაცხადა ევროკომისარმა ეკონიმიკის საკითხებში ვალდის დომბროვსკისმა.

„უკრაინისთვის ინდივიდუალური დაფინანსების გამოყოფის იდეა ჯერ კიდევ დეკემბრის სამიტამდე განიხილებოდა, სადაც ყველა წევრი ქვეყნის ლიდერი ევროკავშირის ერთიანი სესხის გაცემაზე შეთანხმდა. ინდივიდუალური სესხების ვარიანტი იმ დროს არასასიამოვნოდ მიიჩნევდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ ეს ძირს უთხრიდა ევროკავშირის სოლიდარობას უკრაინის მიმართ და ბლოკში ღრმა განხეთქილებებს ავლენდა. მაგრამ თუ ორბანი უარს იტყვის წინააღდეგობის შეწყვეტაზე, ეს, შეიძლება, წინსვლის ერთადერთი გზა იყოს“, - წერს POLITICO.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა