გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

დონალდ ტრამპი ირანის უზენაეს ლიდერად მოჯთაბა ხამენეის დანიშვნით უკმაყოფილოა

ნახვები: 395 დონალდ ტრამპი ირანის უზენაეს ლიდერად მოჯთაბა ხამენეის დანიშვნით უკმაყოფილოა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის უზენაეს ლიდერად მოჯთაბა ხამენეის დანიშვნით უკმაყოფილოა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Fox News-ს განუცხადა.

ტელევიზიის წამყვან ბრაიან კილმიდის განცხადებით, ის აღნიშნულ საკითხზე აშშ-ის პრეზიდენტს ესაუბრა, რაზეც ტრამპმა უპასუხა: „მე უკმაყოფილო ვარ“.

ცნობისთვის, ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა მის შემცვლელად აირჩიეს. მედიის ცნობით, 56 წლის მოჯთაბა ხამენეი ირანის უზენაესი სულიერი ლიდერის თანამდებობაზე ექსპერტთა ასამბლეის წევრებმა აირჩიეს.

ისრაელის უსაფრთხოების სამსახურები მიიჩნევენ, რომ აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა ხამენეი, შესაძლოა, გასულ კვირას განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად დაჭრილი იყოს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა