ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

მარკ რუტე - მოკავშირეები მასშტაბურად უჭერენ მხარს იმას, რასაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანში აკეთებს

05.03.2026 ნახვები: 350

ნატო-ს გენერალური მდივნის მარკ რუტეს განცხადებით, ალიანსის წევრებს შორის ფართო მხარდაჭერაა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კამპანიის მიმართ, რომლის სამიზნეც ირანის ბირთვული და სარაკეტო შესაძლებლობებია.

„ნატო არ არის ჩართული. თუმცა, ცხადია, მოკავშირეები, ძირითადად, მასშტაბურად უჭერენ მხარს იმას, რასაც პრეზიდენტი აკეთებს და ასევე ხელს უწყობენ იმას, რასაც აშშ აკეთებს ახლა რეგიონში, ირანის ამ ბირთვული შესაძლებლობების და, რა თქმა უნდა, სარაკეტო შესაძლებლობების განადგურებას“, - აღნიშნა რუტემ.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ნატო-ს ძალები მზად არიან დაიცვან ალიანსის ტერიტორია.

„ამჟამად, ნატო-ს შემადგენლობაში ჩვენი საქმიანობა იმის უზრუნველყოფაა, რომ 360-გრადუსიანი გზით დავიცვათ ნატო-ს ტერიტორიის ყოველი ინჩი“, - აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

რუტემ ასევე განაცხადა, რომ ირანი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ხელშეწყობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია და რომ ისრაელისა და აშშ-ის ზეწოლა ირანის შესაძლებლობებს შეასუსტებს.

„ირანი იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობდა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებას, ამ დამანგრეველი იარაღის, ამ დრონების გამოყენებით. ის ფაქტი, რომ ირანი ახლა ისრაელისა და აშშ-ს მხრიდან სრულმასშტაბიან ზეწოლას განიცდის, ასევე შეამცირებს მის შესაძლებლობას, ქაოსის რუსეთში და შესაბამისად, უკრაინაშიც, ექსპორტირება მოახდინოს“, - აღნიშნა რუტემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა