ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

ოკუპირებულ აფხაზეთში ჩამოვარდნილი დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინეს

05.03.2026 ნახვები: 356

ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონის ერთ-ერთ სოფელში დრონის ნამსხვრევები იპოვეს, - გამოცემა „ეხოკავკაზას“ ცნობით, ინფორმაცია აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ რუსულ მედიას დაუდასტურა.

გავრცელებული ინფორმაციით, შეჯახებისას დრონმა ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ასევე გავრცელდა ინფორმაცია უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტების ჩამოვარდნის შესახებ გაგრაში, ახალ ათონსა და გულრიფშში, თუმცა ადგილზე გაგზავნილმა მაშველებმა მათი ადგილმდებარეობის დადგენა ვერ შეძლეს და შესაბამისად, ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ მოქალაქეებს მოუწოდა, „შეინარჩუნონ სიმშვიდე და დრონების ჩამოვარდნის ადგილებს ან ჩამოვარდნილი დრონების ფრაგმენტებს აღმოაჩენენ, არ მიუახლოვდნენ, არ შეეხონ მათ და დაუყოვნებლივ აცნობონ“ შესაბამის ორგანოებს.

ინფორმაციის დადასტურებამდე, სოციალურ მედიაში გამოქვეყნდა ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს, თუ როგორ მოძრაობენ დრონები აფხაზეთის თავზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა