ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

პროკურორი - როდესაც გიგა ავალიანი ემზადებოდა დედის დაბადების დღის აღსანიშნავად, ბრალდებულები ემზადებოდნენ ძალადობისთვის

04.03.2026 ნახვები: 301

დღევანდელ სასამართლო პროცესზე წერტილი დაესვა ერთ მნიშვნელოვან ასპექტს, რასაც მხარე აპელირებს, რომ გიგა ავალიანს თავის დარტყმით განუვითარდა ტრავმა, - ამის შესახებ პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა.

პროკურორის თქმით, დადასტურდა, რომ გიგა ავალიანი ზუსტად ბრალდებულების მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად გარდაიცვალა.

„სამედიცინო ექსპერტმა ცალსახად დაადასტურა, რომ გიგა ავალიანს მიყენებული აქვს დაზიანება წინ, შუბლის მიდამოში, საიდანაც დაიწყო მოტეხილობის ბზარი და გაგრძელდა უკან მიმართულებით. შესაბამისად, სპეკულაციას ექსპერტებმა დაუსვეს წერტილი.

მინდა აღვნიშნო, რომ მაშინ, როდესაც გიგა ავალიანი ემზადებოდა დედის დაბადების დღის აღსანიშნავად, ბრალდებულები ემზადებოდნენ გიგა ავალიანისთვის ძალადობის განსახორციელებლად. მაშინ, როდესაც გიგა ავალიანი ყიდულობდა სახლისთვის პროდუქტებს, ბრალდებულები ყიდულობდნენ ელექტროშოკს და სხვა საგნებს. ეს არის მოცემულობა, რომელიც ამ საქმეში არის რეალობა და გიგა ავალიანი ზუსტად ბრალდებულების მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად გარდაიცვალა“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ცნობისთვის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა ჯამში 4 პირი დააკავეს. მათგან ალექსანდრე გაბაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო გიორგი რიკაძეს და კიდევ ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს ბრალდება დაუმძიმდა. არსებული ცნობებით, საქმე ეხება დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს, რომელთაც პროკურატურა თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა. დ.ჩ.-ს გამოძიება ახლა ედავება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჯგუფურად. ამასთან, ა.ნ.-ს პროკურატურა მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, ახლა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს ბრალი, რაც უფრო მძიმე მუხლია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან 7 წლამდე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა