გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

თბილისის მერია - თოვლის სქელმა საფარმა ეროვნული ბოტანიკური ბაღის მრავალწლიან ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ზიანი გამოიწვია

ნახვები: 368 თბილისის მერია - თოვლის სქელმა საფარმა ეროვნული ბოტანიკური ბაღის მრავალწლიან ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ზიანი გამოიწვია

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებისთვის დროებით დაკეტილია. თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, თოვლის სქელმა საფარმა ეროვნული ბოტანიკური ბაღის მრავალწლიან ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ზიანი გამოიწვია. დიდთოვლობამ მძიმე გავლენა მოახდინა როგორც უნიკალურ ხე-მცენარეთა კოლექციებზე, ისე მნიშვნელოვან ექსპონატებზე.

„დაზიანებულია იშვიათი მერქნიანი მცენარეების გამორჩეული ეგზემპლარები, რაც ბაღის ეკოსისტემისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს.

არსებული მდგომარეობა, სპეციალისტების შეფასებით, განსაკუთრებულ ყურადღებასა და ხანგრძლივ აღდგენით პროცესს საჭიროებს. ამ ეტაპზე, ბაღის ადმინისტრაცია და შესაბამისი სამსახურები სრულად არიან მობილიზებულნი და საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მიმდინარეობს დაზიანებული ტერიტორიების გაწმენდა, რისკების შეფასება და ვიზიტორთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის დამატებითი პრევენციული ზომების შემუშავება.

ზიანის მასშტაბიდან გამომდინარე, პროცესში ჩართულია ბაღის შესაბამისი მიმართულების სამსახურები. სპეციალისტები ეტაპობრივად აფასებენ მიყენებულ ზარალს და ამუშავებენ აღდგენითი ღონისძიებების დეტალურ გეგმას.

როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, სტიქიის შედეგების სრულად აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანი დრო და რესურსი იქნება საჭირო.

ბაღის დროებითი დახურვა პრევენციული გადაწყვეტილებაა, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხოების სამუშაოების შეუფერხებლად ჩატარებას. სამუშაოების დასრულებისთანავე, ის ტერიტორიები, სადაც ამჟამად გადაადგილება შეზღუდულია, ეტაპობრივად დაუბრუნდება ჩვეულ სამუშაო რეჟიმს“, – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა