ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

ვოლოდიმირ ზელენსკი - ირანის რეჟიმმა უნდა აგოს პასუხი სიცოცხლის განადგურებისა და ადამიანების მკვლელობის მცდელობებზე

04.03.2026 ნახვები: 258

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანთან და კატარის ემირ, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანისთან სატელეფონო საუბრისას ირანის დარტყმები განიხილა.

უკრაინის პრეზიდენტმა ორივე ქვეყნის მიმართ სოლიდარობა გამოხატა.

„დღეს ვესაუბრე იმ ქვეყნების ლიდერებს, რომლებიც ამჟამად ირანის თავდასხმის ქვეშ არიან – არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს და კატარის ემირს. ჩვენ გავაგრძელებთ ამ დიპლომატიურ ჩართულობას ახლო აღმოსავლეთისა და სპარსეთის ყურის რეგიონთან. უკრაინა სოლიდარობას უცხადებს ყველას, ვინც ეწინააღმდეგება ომისა და ძალადობის გავრცელებას. ათწლეულების განმავლობაში ირანის რეჟიმი ინვესტიციებს დებდა მეზობლებისა და სხვა ადამიანების სიცოცხლის განადგურებაში, სადაც კი შეეძლო მისწვდომოდა. სწორედ ამის საფუძველზე გახდნენ ისინი რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომში თანამონაწილეები. უკრაინის ცაზე ყოველი „შაჰედის“ დრონი ადასტურებს, რომ ირანის რეჟიმმა უნდა აგოს პასუხი სიცოცხლის განადგურებისა და ადამიანების მკვლელობის მცდელობებზე. აუცილებელია, რომ ამ დაპირისპირებაში გაიმარჯვონ მათ, ვინც სიცოცხლეს იცავს. ჩვენი გუნდების – უკრაინის გუნდის, ემირატებისა და კატარის გუნდების და სხვა სახელმწიფოების – დონეზე ჩვენ განვსაზღვრავთ, თუ როგორ შეგვიძლია, ერთად უზრუნველვყოთ სიცოცხლის უფრო ძლიერი დაცვა. უკრაინის გამოცდილება „შაჰედის“ დრონების წინააღმდეგ ბრძოლაში ამჟამად ყველაზე მოწინავეა მსოფლიოში და ეს დრონები ამ რეგიონშიც მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. ნათელია, თუ რატომ არის ასეთი მოთხოვნა მიმართული უკრაინისკენ. თუმცა, ჩვენი პარტნიორების დაცვისკენ მიმართული ნებისმიერი ასეთი თანამშრომლობა შეიძლება, გაგრძელდეს მხოლოდ ჩვენივე თავდაცვითი შესაძლებლობების შემცირების გარეშე აქ, უკრაინაში. რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ გრძელდება, რუსული დარტყმები გრძელდება და უკრაინელების სიცოცხლის დაცვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი რჩება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, როგორც „როიტერი” წერს, კიევის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ უკრაინა მზად იქნება ახლო აღმოსავლეთში დრონების სპეციალისტები გაგზავნოს ირანული დრონების ჩამოგდებაში დასახმარებლად, თუ მისი პარტნიორები რუსეთთან ომში ცეცხლის შეწყვეტის შუამავლობაში დაეხმარებიან.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა