გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

ფრიდრიხ მერცი - დონალდ ტრამპს მოსკოვზე ზეწოლის გაზრდისკენ მოვუწოდე

ნახვები: 351 ფრიდრიხ მერცი - დონალდ ტრამპს მოსკოვზე ზეწოლის გაზრდისკენ მოვუწოდე

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდა, უკრაინაში ომის გამო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე მეტი ზეწოლა მოეხდინა.

„რუსეთი აქ დროის მოსაგებად თამაშობს და ამით აშშ-ის პრეზიდენტის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. დღევანდელ მოლაპარაკებებზე მე ტრამპს მოსკოვზე ზეწოლის გაზრდისკენ მოვუწოდე“, – განაცხადა მერცმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამასთან, მერცმა აღნიშნა, რომ მხოლოდ ევროპის მიერ მხარდაჭერილი სამშვიდობო შეთანხმება შეიძლება, იყოს ხანგრძლივი.

„ჩვენ არ ვართ მზად, მივიღოთ შეთანხმება, რომელიც ჩვენი მონაწილეობის გარეშე იქნება მიღებული”, – განაცხადა მერცმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა