ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

ელენე ხოშტარია - არ დავზოგავთ თავს შედეგისთვის

03.03.2026 ნახვები: 330

ძალიან ბედნიერი ვარ, როცა ამ შეთანხმებას ვხედავ და ოპოზიციის პასუხისმგებლობის მაღალ ხარისხს ვუყურებ, განსაკუთრებით ციხიდან, - ასე ეხმაურება პარტია “დროას” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ოპოზიციური ალიანსის ჩამოყალიბებას.

როგორც ხოშტარიას მიერ ციხიდან გავრცელებულ წერილშია ნათქვამი, პროდასავლური პარტიების ერთობლივი მუშაობა სერიოზული წინაპირობაა, რაც “სხვა ავტოკრატიულ ქვეყნებში ოპოზიციამ ვერ მოახერხა”.

“კრიტიკული მომენტი დგება რეჟიმთან ბრძოლაში. კრიტიკული მომენტი ინიციატივის აღების, პირველ რიგში, ჩვენი ხალხისთვის და აგრეთვე მთელი მსოფლიოსთვის იმის ჩვენების, რომ საქართველო ბიძინა არ არის. ეს არა კომენტარებით, არამედ საქმით უნდა ვანახოთ. პოლიტიკური კლასის ისტორიული ვალდებულებაა, ეს შევძლოთ. პროდასავლური პარტიების ერთობლივი მუშაობა ინიციატივისა და პასუხისმგებლობის აღების ძალიან სერიოზული წინაპირობაა. ბევრმა სხვა ოპოზიციამ ავტოკრატიულ ქვეყნებში ეს ვერ მოახერხა. ჩვენ დიდი ნაბიჯი გადავდგით წინ ამ შეთანხმებით. თუმცა, ჯერ სიხარული ადრეა და საქმით უნდა ვანახოთ შედეგი, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, ძალიან ბედნიერი ვარ, როცა ამ შეთანხმებას ვხედავ და ოპოზიციის პასუხისმგებლობის მაღალ ხარისხს ვუყურებ, განსაკუთრებით ციხიდან.

არ დავზოგავთ თავს შედეგისთვის!

ბოლომდე!”, - ნათქვამია ელენე ხოშტარიას მიერ გავრცელებულ წერილში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა