ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

ბაჩო ახალაია მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს - არასწორად მომექეცით, რაც ჩაიდინეთ: სხდომის დახურვა, ადვოკატის აცილება, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სისხლის სამართლის დანაშაულია - ჩემი სიტყვა რატომ უნდა იყოს დახურული?

02.03.2026 ნახვები: 358

ჩემი შესავალი სიტყვა, ჩემი დასკვნითი სიტყვა, რატომ უნდა იყოს დახურული? ამ გადაწყვეტილებას თუ მიიღებთ, ეს იქნება სამოხელეო დანაშაული, - ასე მიმართა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს, რომელმაც სხდომის დახურვასთან დაკავშირებით ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

შუამდგომლობის განხილვისას ახალაიამ მოსამართლეს განუმარტა, რომ ის პროცესის დახურვას არ ეთანხმებოდა.

„არასწორად მომექეცით, ჯერ მოსული არ ვიყავი. თქვენ ახლა რაც ჩაიდინეთ, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაა, სისხლის სამართლის დანაშაულია, ისევე როგორც სხდომის დახურვა, ასევე ადვოკატის აცილება. სისხლის სამართლის კოდექსში წერია, რომ ადამიანს შეუძლია მისი ოჯახის წევრის საქმეზე ჩვენება არ მისცეს. დახურვას რაც შეეხება, დიდმა და პატარამ, ვისაც რამე სახის ინტერესი შეიძლება ჰქონდეს ამ საქმეზე, ყველამ იცის, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეში საიდუმლო არაფერია, ყველამ იცის, რომ სამართალდამცავ ორგანოებს საიდუმლო არაფერი გააჩნიათ გარდა უკანონო ქმედებებისა. რატომ ხურავთ? მართლმსაჯულების არსებითი ინტერესია, დანაშაულში თუ ვინმე მხილებულია, მტკიცებულებები იყოს წარმოდგენილი. ჩემი შესავალი სიტყვა, ჩემი დასკვნითი სიტყვა, რატომ უნდა იყოს დახურული?

ამ გადაწყვეტილებას თუ მიიღებთ, ეს იქნება სამოხელეო დანაშაული“, - განაცხადა ახალაიამ.

პროცესის დახურვის შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა. აღნიშნულის მიუხედავად, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმე სრულად დახურა.

„მოცემულ შემთხვევაში დახურვის შუამდგომლობა და გარემოებები, რასაც ბრალდების მხარე მიუთითებს, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს“, - განაცხადა გალუსტაშვილმა.

ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა