მიხეილ სააკაშვილი - 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია
ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივდა
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე მილიონ ლარზე მეტი შეგროვდა
Putin “not very happy” about Ukraine’s recent gains – Rutte
ნანუკა ჟორჟოლიანი - აქეთ ეს საქართველო და იქეთ ქოცები, აქეთ მხარეს ყოფნა ნებისმიერ პატიმრობად ღირს
Zelensky confirms Ukrainian strike on Russia's Yaroslavl oil refinery
Zelensky: Russia has lost over 145,000 troops in Ukraine war since start of year
War update: 253 combat clashes on front line over past day, fiercest fighting in Pokrovsk sector

ალი ლარიჯანი - ირანელ ხალხს გულში დანა ჩაარტყეს და ჩვენც მათ გულში დანით დავჭრით

01.03.2026 ნახვები: 303

ამერიკელებმა ირანელ ხალხს გულში დანა ჩაარტყეს და ჩვენც მათ გულში დანით დავჭრით, - ამის შესახებ ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ალი ლარიჯანიმ განაცხადა.

მისი თქმით, ირანი აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ შურს იძიებს.

„ჩვენი შეიარაღებული ძალების რეაქცია გაცილებით ძლიერი იქნება. მათ უნდა იცოდნენ, რომ უბრალოდ ვერ დაგვარტყამენ და გაიქცევიან“, - აღნიშნა ლარიჯანმა, რომელიც ირანში გადაწყვეტილების მიმღები ერთ-ერთი მთავარი პირია და ხამენეის მთავარი მრჩეველი იყო.

მისი თქმით, მალე შეიქმნება დროებითი ხელმძღვანელობის სტრუქტურა, რომლის შემადგენლობაში ქვეყნის პრეზიდენტი და სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი შევლენ.

ლარიჯანის თქმით, ირანმა რეგიონის ლიდერები დაარწმუნა, რომ მათთან ომი არ სურს, მაგრამ გააგრძელებს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ამერიკული ბაზების მიზანში ამოღებას.

„ერთხელ და სამუდამოდ ცხადი უნდა გახდეს, რომ ამერიკელებს არ შეუძლიათ ირანელი ერის დაჩაგვრა“, - განაცხადა ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა