მიტროპოლიტი თეოდორე რუსეთის პატრიარქ კირილს: ჩვენთვის მიუღებელია მათი აღიარება, ვისაც ხელდასხმა არ მიუღია – არავითარ ზეწოლას არ დავემორჩილებით
მეუფე იობი: ილია მეორე წუხდა, რატომ არ მეკითხებიან ქვეყნის საკითხებზე და რატომ არ ვარ უშიშროების საბჭოს წევრიო
EU disburses EUR 7.9 bln to strengthen Ukraine’s financial stability
NATO fully recognizes new war domains: Cyber and electromagnetic – NSATU Commander
Ukrainian forces hit three Russian ballistic missile launchers – Zelensky
Ukraine cooperating with Poland in probe into airspace violation – FM Sybiha
NATO focuses on building integrated air defense ecosystem for Ukraine – NSATU commander
Republicans in Congress criticize Trump’s meeting with Xi and Putin

დონალდ ტრამპი - აშშ-მა ირანში ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაცია დაიწყო

ნახვები: 389 დონალდ ტრამპი - აშშ-მა ირანში ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაცია დაიწყო

აშშ-მა ირანში ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაცია დაიწყო, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ოპერაციის მიზანი ირანის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების განადგურებაა.

“ირანი მსოფლიოში ტერორიზმის უდიდესი სპონსორია. მათ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი. კიდევ ერთხელ ვიტყვი - მათ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი.

ირანი აწარმოებს რაკეტებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის აშშ-ს - ჩვენ ვაპირებთ მისი რაკეტების განადგურებას და მისი სარაკეტო ინდუსტრიის სრულად განადგურებას.
ჩვენ გავანადგურებთ ირანის ფლოტს, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ირანს არ ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ჩვენ ყველა ზომა მივიღეთ ამერიკული ძალებისთვის რისკის შესამცირებლად, მაგრამ შესაძლოა გვქონდეს მსხვერპლი და დანაკარგები.
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს, შეიარაღებულ ძალებს და მთელ პოლიციას, დღეს საღამოს ვეუბნები, რომ თქვენ უნდა დადოთ იარაღი და მიიღოთ სრული იმუნიტეტი, ან ალტერნატიულად, გარდაუვალი სიკვდილის წინაშე აღმოჩნდებით. ასე რომ, დადეთ იარაღი, თქვენ სამართლიანად მოგექცევიან სრული იმუნიტეტით, ან გარდაუვალი სიკვდილის წინაშე აღმოჩნდებით,” - აღნიშნავს ტრამპი.
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა