გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

საფრანგეთი 35 რუსულ ვებგვერდსა და არხზე წვდომას დაბლოკავს

ნახვები: 322 საფრანგეთი 35 რუსულ ვებგვერდსა და არხზე წვდომას დაბლოკავს

საფრანგეთი 35 რუსულ ვებგვერდსა და არხზე წვდომას დაბლოკავს.

საფრანგეთის აუდიოვიზუალური და ციფრული კომუნიკაციების მარეგულირებელმა ორგანომ (ARCOM) გამოაცხადა გადაწყვეტილება, ევროკავშირის სანქციების შესაბამისად, 35 რუსულ მედია ვებგვერდზე, ტელევიზიასა და რადიოსადგურზე წვდომის დაბლოკვის შესახებ სტრიმინგ პლატფორმების მეშვეობით.

მედიის ცნობით, სანქცირებულ ვებგვერდებს შორისაა „სპუტნიკ ნიუსი“ და „ნიუს-ფრონტი“.

ARCOM-მა ასევე სთხოვა საძიებო სისტემებს, დაბლოკონ ოთხი სტრიმინგ პლატფორმის გვერდები, რომლებიც უზრუნველყოფენ წვდომას სანქცირებული რუსული ტელევიზიისა და რადიოს სერვისებზე.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ფრანგულმა თანამგზავრულმა ოპერატორმა Eutelsat-მა შეწყვიტა რუსული არხების NTV-Mir-ის, Rossiya 1-ისა და Channel One-ის ტრანსლირება. 2022 წლის მარტში ARCOM-მა ასევე შეწყვიტა რუსული მედიასაშუალების RT-ის ფრანგულენოვანი ვერსიის, RT France-ის ტრანსლირება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა